საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ საქართველოს“ ექვსი გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია გამართა
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:40, 05 Sep, 2017     1517
საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ საქართველოს“ ექვსი გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლები და გამარჯვებული პროექტების ავტორები ესწრებოდნენ. დამწყებ სტარტაპერებს სერთიფიკატები საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ გადასცა.

„მოხარული ვარ, რომ ეს პროექტი ნებისმიერი ასაკის და შესაძლებლობის ადამიანს აძლევს შანსს დაიწყოს ბიზნესი. ინოვაციური ბიზნეს-იდეები და თანამედროვე ტექნოლოგიები , რომლებსაც დღეს გამარჯვებული სტარტაპერები გვთავაზობენ ტურიზმის, წარმოებისა და მომსახურების სფეროს განვითარებას შეუწყობს ხელს. თითოეულ მათგანს წარმატებას ვუსურვებ. ჩვენ ვაგრძელებთ ბიზნეს- იდეების ეტაპობრივად განხილვას და ვფიქრობ კიდევ ბევრ საინტერესო ბიზნესს დავაფინანსებთ.“. - აღნიშნა დავით საგანელიძემ.

სტარტაპების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში“ ფუნქციონირებას დაიწყებს ხელოვნური საფრენი აპარატების-დრონის საწარმო. კომპანია საწყის ეტაპზე აქცენტს სპორტულ და სამოყვარულო დრონების წარმოებაზე გააკეთებს, რომელიც ძირითადად გათვლილი იქნება საქართველოს ბაზრისთვის , თუმცა ეტაპობრივად პროდუქციის ექსპორტიც განხორციელდება.

სტარტაპი “AIRBNB”მენეჯმენტ კომპანია ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას, გაამარტივებს წამყვან ტურისტულ საიტებზე ბინის გასაქირავებლად განთავსებას და უცხოელ სტუმრებს სასტუმროს დონის მომსახურებას შესთავაზებს.

უცხოელი ვიზიტორებისთვის ასევე მნიშვნელოვანი პროექტი იქნება „HOLOSSEUM”-ი ანუ ჰოლოგრამული მუზეუმი თბილისის ტურისტულ ცენტრში , რომლის საშუალებითაც დამთვარიელებელს შესაძლებლობა ექნება საქართველოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობები ინტერაქტიული და ფოტორეალისტური ჰოლოგრამული მოდელების დახმარებით იხილოს და სხვადასხვა ტექნოლოგიური ინსტალაციებით ქვეყნის სხვადასხვა ადგილებში იმოგზაუროს ..

საპარტნიორო ფონდის „სტარტაპ-საქართველოს“ კიდევ ერთი ახალი პროექტი პოლისტიროლ-ბეტონის ლეგო-ბლოკის წარმოებაა ,რომლის გამოყენება შესაძლებელი იქნება მშენებლობებში და თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით საზოგადოებას სამშენებლო და ენერგო ხარჯებს შეუმცირებს.

რაც შეეხება სტარტაპს- „ Saturn.ge-ს , ეს არის ვებ-აპლიკაცია , რომელიც მოახდენს მომხმარებებლის და მისი კონკურენტის სოციალური მარკეტინგის წარმატების და წარუმატებლობის ვიზუალიზაციას და სტატისტიკური ანალიზის შედეგებს , მარტივი , ადვილად გასაგები ინტერფეისის საშუალებით წარუდგენს.

სტარტაპი , სახელწოდებით „დესკომი „ მომხმარებელს საშუალებას მიცემს საკუთარი ლეპტოპი ვირტუალურ სივრცეში ატვირთოს და მხოლოდ ბრაუზერის გამოყენებით ,ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან შევიდეს საკუთარ დესკტოპზე .გარდა ამისა მომხმარებელი შეძლებს იმეილების და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის ინტეგრაციას , რაც უფრო მოსახერხებელს გახდის მუშაობის პროცესს.

„სტარტაპ საქართველოს ამ ეტაპზე 85 გამარჯვებული ჰყავს, მათ შორის 65 ბიზნეს იდეა ინოვაციურ კომპონენტს ეკუთვნის . გამარჯვებული სტარტაპ იდეების განხორციელება ეტაპობრივად მიმდინარეობს .





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42