შვედეთმა 106 წლის ავღანელ მიგრანტ ქალს თავშესაფარზე უარი უთხრა - მას დეპორტაცია ემუქრება (ფოტო)
მსოფლიო - 13:52, 05 Sep, 2017     2948

შვედეთის ხელისუფლებამ 106 წლის ავღანელ ქალს თავშესაფრის მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა. შესაბამისად, მას ქვეყნიდან დეპორტაცია ემუქრება.

როგორც გარდიანი წერს, შვედეთის მიგრაციის სამსახურის განცხადებით, ავღანეთი უსაფრთხო ქვეყნების სიაშია, შესაბამიდან მხოლოდ ასაკის გამო, მას თავშესაფარს ვერ მისცემენ.

შვედეთში არსებული ლტოლვილების დამხარების ცენტრი კი ქალის მხარდამჭერ წერილს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ბევრ ქვეყანაში, რომელიც უსაფრთხო ქვეყნების სიაშია, ამჟამად გაცილებით ცუდი ვითარებაა.

„მიგრაციის სამსახური განმარტავს, რომ ავღანეთში არასაკმარისი საფრთხე არსებობს“ - ნათქვამია წერილში.

106 წლის ბიბიჰაილ უზბეკის ოჯახის წევრებმა ხელისუფლების გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრეს.

როგორც AP იტყობინება, 2015 წლანდე, სანამ უზბეკის ოჯახი ევროპაში ჩავიდოდა, რვა წლის განმავლობაში არალეგალურად ირანში ცხოვრობდა, სადაც ავღანეთში არსებული არასტაბილური ვითარების გამო ჩავიდა. 106 წლის ქალი, კი რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილება და სიარული უჭირს, შვედეთში შვილისა და შვილიშვილის დახმარებით ჩავიდა. მომავალ კვირას მას 107 წელი უსრულდება.

ამჟამად უზბეკი მის 11 ნათესავთან ერთად, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, პატარა სოფელში ცხოვრობს.

როგორც მისი ოჯახის წევრბი აცხადებენ, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც გაიგო, რომ შვედეთის ხელისუფლებამ თავშესაფარზე უარი განუცხადა.

„როდესაც უარი მოვიდა, ჩემმა დებმა ტირილი დაიწყეს. ბებიამ ჰკითხა, რატომ ტიროდნენ, თუმცა ეს ამბავი დავუმალეთ. მოგვიანებით გაიგო, რომ მისი მოთხოვნა უარყოფილია . შედეგად, კიდევ უფრო ცუდად გახდა და ინსულტი მიიღო“ - ამბობს მისი შვილიშვილი 22 წლის მუჰამედ უზბეკი.

106 წლის ქალის ბედი შვედეთის სააპელაციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42