ვინ არიან როჰინჯები - ყველაზე დევნილი ხალხი მსოფლიოში
მსოფლიო - 11:50, 05 Sep, 2017     5119
ათეულობით ათასი მუსლიმი როჰინჯა ბირმიდან ბანგლადეში ძალადობის გამო გარბის, ეს მუსლიმური უმცირესობა უკვე დიდი ხანია ბუდისტური ნაციონალიზმის მსხვერპლია. 2016 წელს მომხდარმა ძალადობის ფაქტებმა გაერო შეაშფოთა და მიანმარმა შესაძლო „ეთნიკური წმენდასთან“ დაკავშირებით გაფრთხილება მიიღო. ამჯერად ძალადობის ფაქტებმა, რომელიც ამ კონფლიქტის ყველაზე მძიმე ეპიზოდად შეიძლება შეფასდეს, ახალი ძალით იფეთქა. ამ მუსლიმური უმცირესობის წევრები , რომლებიც დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან, ცდილობენ თავშესაფარი ბანგლადეშში, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში იპოვონ, იმ როჰინჯებთან ერთადმ რომლებიც იქ 90-იან წლებში გადასახლდნენ.

როჰინჯები თავის თავს არაბი, თურქი, ბენგალელი და მონღოლი ვაჭრების შთამომავლებად მიიჩნევენ და რომლებიც მიანმარში XV საუკკუნიდან ცხოვრობენ. თავად მიანმარის ხელისუფლება კი მიიჩნევს, რომ ისინი ბრიტანული კოლონიზაციის შემდეგ ჩამოვიდნენ და მათ ბანგლადეშელ უკანონო მიგრანტებად განიხილავენ. 1962 წელს, ქვეყნის ხელისუფლებაში სამხედროები მოვიდნენ და როჰინჯების დევნამ ოფიციალური სახე მიიღო. 1982 წელს, სახელმწიფომ უარი თქვა როჰინჯების მოქალაქეებად აღიარებაზე და უცხოელებად გამოაცხადა. 30 წლიანი შევიწროების შემდეგ 51 მილიონიან მიანმარში, რომელთა უმრავლესობა ბუდისტია, როჰინჯების რიცხვი მხოლოდ 800 ათასიღაა. გაეროს თანახმად როჰინჯების ეთნიკური ჯგუფი ყველაზე დევნილი უმცირესობაა მსოფლიოში.

2012 წლის ივნისში როჰინჯელი კაცი მიანმარელი ქალზე ძალადობაში დაადანაშაულეს, ეს ფაქტი იქცა ეთნიკური წმენდის საწყის წერტილად ანკარანში, მინმარის ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატში.

Human Right Watch-მა მიანმარის რეჟიმს და რამდენიმე ბუდისტი ბერს ბრალი დასდო „კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულში“. ორგანიზაციის შეფასებით ადგილობრივი ხელისუფლება მონაწილეობას იღებდა მეჩეთების განადგურებაში, ახორციელებდა ძალადობრივ დაპატიმრებებს და ბლოკავდა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას. იმ წლის ოქტომბერში მინიმუმ 70 როჰინჯა მოკლეს ერთ დღეში სოფელ იენ ტაიში.

დისკრიმინიაცია დღესაც გრძელდება. როჰინჯას არ ეძლევა საშუალება იმუშაოს, დაქორწინდეს ან ისწავლოს. ისინი რეგულარურად ხდებიან ქონების ძალადობრივად ჩამორთმევის, გამოძალვის, სოციალური უთანასწორობის მსხვერპლები.

2012 წლის არეულობების შემდეგ მათ სოფლებში განადგურდა კულტურული მემკვიდრეობა. ასეულობით ათასი როჰინჯა ახლა ბანაკებში ცხოვრობს, სხვები გამოკეტილები არიან თავის სოფლებში, რომლებსაც პოლიცია აკონტროლებს. 140 ათასი ადამიანი გადაყვანილია დევნილთა ბანაკში, რომელიც აშენებულია არაკანის შტატის დედაქალაქის სიტყეს გარშემო, 26 კვადრატულ კილომეტრზე. ლტოლვილები უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ, ხელილსუფლება კი რეგულარულად აფერხებს იქ ჰუმანიტარული ორგანიზაციების საქმიანობას.

ყოველ წელს ათასობით როჰინჯა ცდილობს გაექცეს ამ მდგომარეობას და ცდილობენ მიაღწიონ ბანგლადეშამდე ან ტაილანდამდე. 2015 წლის იანვარი-მარტის პერიოდში ზღვით თავის დაღწევა 25 ათასამდე ადამიანმა სცადა, რაც წინა წლის რაოდენობასთან შედარებით გაორმაგებულია. თუმცა როჰინჯები, რომლებიც მიანმარიდან თავის დაღწევა შეძლეს ხშირად ხდებიან ტრეფიკინგის მსხვერპლები.

2016 წელს დისკრიმინაციის პრობლემა კვლავ ახალი ძალით წარმოჩინდა, მას შემდეგ რაც გავრცელდა ცნობები როჰინჯების მიმართ მიანმარელი ჯარისკაცების მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტების შესახებ, მათ შორის სექსუალური ძალადობის ათეულობით შემთხვევაც არის. გაეროში ბანგლადეში წარმომადგენელმა როჰინჯების მიმართ განხორციელებული ძალადობა „ეთნიკურ წმენდად“ შეაფასა.

2017 წლის 25 აგვისტოს შემდეგ სიტუაცია განსაკუთრებით გამწვავდა. "როჰინჯა არაკანას გადარჩენის არმიის” (ARSA) დანებით და ხელნაკეთი ბომბებით შეიარაღებულმა მებრძოლებმა მიანმარის არმიის ბაზასა და პოლიციის საგუშაგოებზე კოორდინირებული თავდასხმა მოაწყვეს, მოკლეს სპეცსამსახურების მინიმუმ 12 წარმომდგენელი. ხელისუფლების განცხადბეით ასევე მოკლულია 14 მშვიდობიანი მოქალაქეც.

მიანმარის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ისლამისტების დაჯგუფება ARSA საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებთანაა დაკავშირებული და მათგან ფინანსდება, თუმცა ARSA ტერორიზმთან კავშირს უარყოფს.

ხელისუფლება ანტიტერორისტული ოპერაცია წამოიწყო და რამდენიმე ასეული როჰინჯა მოკლა.

2017 წლის 4 სექტემბერს, მიანმარის ხელისუფლებამ რაქჰაინის შტატში მცხოვრებ როჰინჯა მუსლიმებს გაეროს ჰუმანიტარული დახმარება დაუბლოკა და გადაწყვეტილება უსაფრთხოების აუცილებლობით ახსნა.

გაეროს მონაცემებით, ბოლო 10 დღის განმავლობაში 87 ათასი მუსლიმი როჰინჯა გაიქცა დამწვარი სოფლებიდან. დევნილების უმრავლესობა ქალები, ბავშვები და მოხუცები არიან.

მიანმარის ხელისუფლება არ ეთანხმება გაეროს ანგარიშს „ეთნიკური წმენდის“ და მუსლიმების დევნის შესახებ და აცხადებს, რომ ქვეყანაში ტერორისტების წინააღმდეგ კანონიერ ოპერაციას ტარდება.

საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კრიტიკის სამიზნე გახდა ქვეყნის ფაქტობრივი ლიდერი აუნ სან სუ ჩიც, რომელიც მიანმარის საგარეო საქმეთა მინისტრი და სახელმწიფო მრჩეველია, ის ამავდროულად ნობელის პრემიის ლაურეატიცაა, მშვიდობის დარგში პრემია მას დიქტატურის წინააღდეგ ბრძოლისთვის მიენიჭა. აუნ სან სუ ჩის უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

მომზადებულია lefigaro.fr მიხედვით





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42