ამის შესახებ ჰეილიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.
ნიკი ჰეილის თქმით, „ხავერად მკაცრი ზომების მიღების დრო დასრულდა.“
„დროა ჩვენი ყველა დიპლომატიური შესაძლებლობა გამოვიყენოთ, ვიდრე გვიანი არ იქნება. ახლა საჭიროა მივიღოთ ყველაზე მკაცრი ზომები“ - განაცხადა გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა.
„აშშ-ის ომი არასოდეს სურდა, ჩვენ არც ახლა გვსურს ის. მაგრამ ჩვენი ქვეყნის მოთმინება უსაზღვრო არ არის. ჩვენ დავიცავთ ჩვენს მოკავშირეებსა და ჩვენს ტერიტორიას“ - დასძინა ჰეილიმ.
მისივე თქმით, ხალი რეზოლუცია უნდა შეიცავდეს არა მხოლოდ დამატებით ზომებს, რომლებიც შეზღუდავს ჩრდილოეთ კორეის არალეგალურ ბირთვულ პროგრამას, არამედ რეალურად უნდა იყოს, ძალიან მწვავე და მკაცრი.
გაეროს უსაფრთხოების საბჭო ოფიციალური ფხენიანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას მომავალ კვირაში უყრის კენჭს.
მასალის გამოყენების პირობები






