მათი აზრით, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ყოველი თვის ბოლო კვირაში მსგავსი ქმედებები ხელისუფლების მხრიდან არის ბინძური პროვოკაცია და პოლიტიკური შანტაჟი.
,,მოგეხსენებათ, ყოველი თვის ბოლო პარასკევს იმართება თბილისის საკრებულოს სხდომები. ამიტომაც, ყოველი თვის ბოლო კვირაში, ხელისუფლების მხრიდან მსგავსმა ქმედებებმა მიიღო პერმანენტული ხასიათი.
ფინანსთა სამინისტროს დღვანდელი განცხადებით, ეს ადამიანები დაკითხეს მოწმის სტატუსით, მაშინ როდესაც მათი დაკავება მოხდა ბრალდებულის, დამნაშავის, ან რიგითი კრიმინალის მსგავსად. უფრო კონკრეტულად კი, ამ ადამიანებს სახლიდან გამოსვლისას დაადეს ხელბორკილები და გადაიყვანეს საგამოძიებო სამსახურში.
ხაზს ვუსვამთ, მოწმის სტატუსით ადამიანის დაკითხვას, სახლთან დახვედრა და ხელბორკილების დადება არ სჭირდება. მითუმეტეს, რომ მათი უმრავლესობა სხვადასხვა თვის ბოლო კვირაში უამრავჯერ არის ნამყოფი დაკითხვაზე. პრეცენდენტი, რომ რომელიმე მათგანი არ გამოცხადებულიყო, არ არსებობს.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდგან გამომდინარე, მოვითხოვთ ამ ფაქტით დაინტერესდეს სახალხო დამცველი და მოახდინოს ადეკვატური რეაგირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი ავნებს არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, არამედ ქვეყნის ინტერესებს.
საზოგადოებრივ კავშირი "დროა" - ლევან ხაბეიშვილი", - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






