,,ხანძრის ვერჩამქრობი და დროშის ვერდამკიდებელი ხელისუფლება... დაგვცინის ჩვენ და ჩვენთან ერთად ევროპას“ - ლევან ბერძენიშვილი
პოზიცია - 17:44, 04 Sep, 2017     3380

საკონსტიტუციო რეფორმა - ხელისუფლება ცვლილებების მიღებას, არებული ტექსტით, პარლამენტის საშემოდგომო სესიებზე გეგმავს.

უკანასკნელ პერიოდში სიტუაცია ამ კუთხით საკმაოდ დაიძაბა. თავდაპირველად სახალხო განხილვებისა და ოპოზიციის კრიტიკის, არასამთავრობოების უკმაყოფილებისა და ვენეციის კომისიის მკაცრი ტონის მიუხედავად, ხელისუფლებამ კონსტიტუციის არსებული ტექსტი ორი მოსმენით დაამტკიცა.

ოპოზიციამ დიალოგი მოითხოვა კონსესუსის საძიებლად, თუმცა, ხელისუფლება დიდი ხნის მანძილზე ამ მოთხოვნას უპასუხოდ ტოვებდა, მოგვიანებით ცნობილი გახდა ვენეციის კომისიის თავმჯდომარის, ჯანი ბუკიკიოს მიწვევის შესახებ, რომელიც ოპოზიციას და მმართველ გუნდს სტრასბურგში ერთდღიან სამუშაო არენას სთავაზობდა, რათა მაგიდასთან დამსხდარიყვნენ და ერთობლივად მოეძებნათ გზები კონსესუსისთვის.

ხელისუფლება ოპოზიციასთან დიალოგს დასთანხმდა, გასულ თვეს შედგა პირველი შეხვედრა ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, ოპოზიციამ მმართველ გუნდს კიდევ ერთხელ გააცნო ის ძირითადი საკითხები, რომლის გათვალისწინებასაც საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში პრინიცპულად მნიშვნელოვნად მიიჩნევდნენ. მმართველმა გუნდმა ოპოზიციას მოსთხოვა წერილობით მიეწოდებინა ის საკითხები, რომლის არგათვალისწინების შემთხვევაშიც კონსტიტუციის ახალ პროექტს მხარს არ დაუჭერდნენ. ოპოზიციამ კიდევ ერთხელ გადაუგზავნა ხელისუფლებას საზოგადოებისა და მედიისთვის კარგად ნაცნობი მთავარი მოთხოვნები - საარჩევნო სისტემის სრულად პროპორციულზე გადასვლა 2020 წლისთვის, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა, ამასთან ყველა ის საკითხი, რომელიც საარჩევნო სისტემის შემადგენელი ნაწილია, მათ შორის საარჩევნო ბლოკებისა და ბარიერის თემა.

მას შემდეგ რაც ოპოზიციურმა პარტიებმა ხელისუფლებას წერილი მისწერეს, მმართველმა გუნდმა ულტიმატუმებში დასდო მათ ბრალი და განაცხადა, რომ დიალოგის აზრს ვეღარ ხედავს. შესაბამისად, 6 სექტემბერს დაგეგმილი ვიზიტი სტრასბურგში ჩაიშალა.

ამას მოჰყვა ვენეციის კომისიის თავმჯდომარის განცხადება, სადაც ჯანი ბუკიკიო აღნიშნავდა: ,,ჩვენ განსაკუთრებით მივესალმეთ აქტიურ თანამშრომლობას და საქართველოს პარლამენტის ერთგულებას გადაწყვეტილებისადმი, არ მიეღო რაიმე ისეთი ცვლილება, რომელიც ვენეციის კომისიის მიერ უარყოფითად იქნებოდა შეფასებული. შესაბამისად, პროპორციული სისტემის დანერგვის 2024 წლისთვის გადადება, ისევე, როგორც განმეორებითი წარუმატებლობა მოლაპარაკებების გზით კონსენსუსის მისაღწევად იმედგამაცრუებელია. 2017 წლის 6 სექტემბერს სტრასბურგში გამართული შეხვედრა გაუქმდა. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გამართავენ თუ არა დამატებით მოლაპარაკებებს - ეს თავად ქართულ პარტიებზეა დამოკიდებული და ამ პროცესში ვენეციის კომისიის ჩართვა საჭირო არ არის".

ამასთან ვენეციის კომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ მას შემდეგ რაც მოხდება კონსტიტუციის მიღება და ახალი რედაქციის გამოქვეყნება საქართველოს პარლამენტის მიერ, კომისია მხოლოდ ამის შემდეგ გამოაქვეყნებს საკუთარ მოსაზრებებს. კომისია იმედოვნებს, რომ ,,ამ მოსაზრებების გამოქვეყნების შემდეგ ქართული პარლამენტისთვის შესაძლებელი იქნება, განახორციელოს ცვლილებები და კონსტრუქციული დიალოგის მეშვეობით ტექსტზე ფართო კონსენსუსს მიაღწიოს“

„tv პირველის“ პირდაპირ ეთერში „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება კონსტიტუციის არსებული ტექსტით მიღებით შეურაცხყოფას აყენებს საკუთარ სახელმწიფოს და ხალხს, ეს კი მინიმუმ ოთხი წლით შეაფერხებს საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს, რადგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი, ვენეციის კომისია, ამ თვალსაზრისით საქართველოს მხარს აღარ დაუჭერს:

„აქ არ არის ლაპარაკი ოპოზიციასთან იპოვიან თუ არა საერთო ენას, აქ უკვე გარკვეულია ყველაფერი, ოპოზიციასთან ხელისუფლება ვერ პოულობს საერთო ენას, ისევე, როგორც ვერ იპოვა საერთო ენა ქართველ ხალხთან, რომელთანაც განიხილა კონსტიტუციის ერთი ვარიანტი და მიიღო მეორე ვარიანტი, ქართველი ხალხისთვის ასეთი შეურაცხყოფა დიდი ხანია საკუთარ ხელისუფლებას არ მიუყენებია, მაგრამ ისინი ვარაუდობენ, რომ ეს არ არის დიდი პრობლემა. კონსტიტუციასთან დაკავშირებით, ამდენი არავის არ უქნია, ეს ახალი ამბავია და უნდა მივულოცოთ ამ ხელისუფლებას, რომ მათ მოახერხეს ევროპის გაკვირვება, მსოფლიოს რომ აინტერესებდეს ირაკლი, მისი ძმები და მისნაირების მოღვაწეობა, მსოფლიოც გაოგნებული იქნებოდა. ამჟამად ჩვენ პირდაპირ გვითხრეს, რომ დაიცადეთ 5-6 ოქტომბრამდეო, ამის შემდეგ თუ კიდევ არ დაიცდიან, მე რასაც ვამბობ, ევროპასთან ინტეგრაციის თვალსაზრისით, ინტეგრაციის პროცესი ნიშნავს, რომ ჩვენ მუდმივად კაკუნის და მოლოდინის პროცესში კი არ ვიქნებით, არამედ ერთ მშვენიერ დღეს გავაცხადებთ ჩვენს პრეტენზიას ევროკავშირის წევრობაზე, ამისთვის პრაქტიკულად საჭიროა, რომ ევროსაბჭოში საქართველოს არ ჰქონდეს მონიტორინგი, ანუ ჩვენ არ გვამოწმებდნენ, როგორც ცუდ მოსწავლეს, ხომ არ დავდივართ შატალოზე, ხომ არ ვიღებთ ორიანებს და ასე შემდეგ. ჩვენ უნდა მოგვეხსნას ეს, პირველი ვინც ამბობს, რომ უნდა მოეხსნას ქვეყანას მონიტორინგი, გახლავთ სწორედ ვენეციის კომისია. როდესაც ასეთ შემთხვევაში შენ ამ ინსტიტუციას ფეხებზე იკიდებ და შეურაცხყოფას აყენებ, რატომ გამოვა ის ამ ინიციატივით, რომ საქართველო კარგი ქვეყანაა, კარგად იქცევა, ხალხს ატყუებს, ჩვენ გვატყუებს, ფეხებზე ვკიდივართ და ამიტომ, მოდით მოვუხსნათ დაკვირვება, ასე ხომ არ მოხდება?“, - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.

ბერძენიშვილი ასევე აცხადებს, რომ პროცესი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ იმართება და ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებებთან არ გვაქვს საქმე, პრობლემა კი თავად ხალხშია, რომელიც ხელისუფლების მხრიდან შეურაცხყოფას იტანს. მისივე თქმით, ამომრჩეველმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხელისუფლებას ყვითელი ბარათი მაინც უნდა უჩვენოს, რათა პროცესი არ მივიდეს ტოტალიტარიზმამდე:

„საქართველოს მთავრობა სანამ არ გამოიცვლება და სანამ არ გამოცვლის ამ კონსტიტუციას, მანამდე იქნება ოროსანი. ოთხი წლით ევროინტეგრაციის პროცესი გაიყინება, არ წავა წინ, არ გვექნება არანაირი შანსი პრეტენზია განვაცხადოთ კანდიდატობაზე, რისი იმედიც გვქონდა, რომ წელს ეს ხელისუფლება ამას მაინც გაბედავდა და იტყოდა, რომ ევროპის კავშირის წევრობა გვსურს, იმიტომ რომ ჩვენს მეზობელს უკვე უთხრეს, რომ ასეთი ნაბიჯების შემდეგ შენ ევროკავშირში ვერ გხედავთ. ჩვენი მთავრობა მემგონი ხვდება, რომ საქართველოს უნდა ევროპაში, ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ჩვენ როგორც გვინდოდა ისევე გვინდა ევროპაში, ამ ნაბიჯებით ისინი მარტო იმას კი არ აკეთებენ, რომ მაჟორიტარებს არ აწყენინონ, წელს გაიხარონ ამ არჩევნებზე და შემდეგ კვლავ დამწუხრდნენ?! აქ ლაპარაკია ქვეყნის ბედზე, რომ აზიანებდეს ეს გადაწყვეტილებები ამ ხელისუფლებას, მე, როგორც ოპოზიციაში მყოფი კაცი, არ ავღელდებოდი ისე ძალიან, ეს ქვეყანას უფუჭებს არა მარტო იმიჯს, არამედ მომავალს უსპობენ. რატომ კეთდება ასე? ხომ თქვა ირაკლი კობახიძემ გადავდგებიო და მერე თქვა ვიხუმრეო, იმ ხალხს რა ვუთხარი მე პარლამენტის თავმჯდომარედ ასეთი ხუმარა, მასხარა პირი რომ ჰყავს. ეს კაცი იქ დავეს, ამხელა სიმაღლეზე აფრინდა ნულიდან და იმის მაგივრად, რომ რაღაც გაეკეტებინა, ასეთი ცირკი მოაწყო. ეს პერსონალურად გადაწყვიტა საქართველოს უგვირგვინო მეფემ, ბიძინა ივანიშვილმა, ამაში ვის ეპარება ეჭვი, რომ ამ პაიკების გადასაწყვეტი არ არის.

პასუხისმგებლობა არის ყველაზე, განურჩევლად იმისა, ის ჩანს თუ არ ჩანს, მაგრამ პასუხისმგებლობა მასზე ამ ხალხის მოყვანისთვის მაინც იქნება მასზე, ამას ვერ გაექცევა. მე მაინც მგონია, რომ ირაკლი კოაბხიძისა და ერთი ორი მაჟორიტარის გადაწყვეტილება არ არის საქართველო ააცდინოს ევროინტეგრაციის გზას. არ მჯერა, რომ ოქრიაშვილმა გადაწყვიტა საქართველოს ბედი, არ მჯერა, რომ ვინმე ამ პაიკებს ეკითხება რამეს საერთოდ, საქართველოს ბედს არავინ ეკითხება ამ ხალს, სამწუხაროდ, ვინც ამ გადაწყვეტილებას იღებს, ის ვერ ხვდება რას უკეთებს თავი ქვეყანას, რა საფრთხეში აგდებს თავის ქვეყანას და რა საფრთხეში აგდებს საკუთარ ხელიუფლებას. ხვალ ვირაცამ ერთი პროცენტით რომ მოუგოს, ხვალ ესენი პირდაპირ ციხეებში წავლენ, ვერც კი ხვდებიან რა საფრთხეში იგდებენ თავს, რა საჭიროა ისეთი კონსტიტუცია, რომლის მიხედვით უმცირესობამ უნდა მოიპოვოს დიდი უმრავლესობა?!

მთავარ პრობლემასს ვხედავ იმაში, რომ ეს ხალხი, რომელიც ასე იქცევა, არის ხელისუფლებაში და აპირებს იყოს ხელისუფლებაში, მთავარი პრობლემა არის მათ ამომრჩევლებში, მთავარი პრობლემა არის იმ საზოაგადოებაში, რომელსაც შეუძლია ასეთი შეურაცხყოფა აიტანოს, პრობლემა ჩვენშია, ვერ ვხედავთ, რომ პასუხისმგებლობა გვაქვს, ასეთი მატყუარა, მოღალატე და ცრუ ხელისუფლება არ გვყავდეს. ამის შემდეგ ისინი თუ დაინახავენ, რომ გასდით, ხვალ უარესს იზავენ. ეს არის ნაბიჯი გადადგმული ავტორიტარიზმისკენ და ესაა ნაბიჯი გადადგმული ტოტალიტარიზმისკენ, უპერსპექტივო რა თქმა უნდა, არ აქვთ ამის უნარი, ქვეყანა ასე დაიმორჩილონ.

მოსახლეობას მინდა ვუთხრა, ადგილობრივ არჩევნებზე ყვითელი ბარათი მაინც ვაჩვენოთ ამ ხელისუფლებას თუ წითელი არა, იმიტომ, რომ ძალიან სამარცხვინოა უკვე ჩვენი მდგომარეობა, დაგვცინის ხელისუფლება, ჩვენთან ერთად დასცინის ევროპას. პრობლემა იმაში, რომ ხელისუფლებაში არის უნიათო უნიჭო, უნამუსო, ხანძრის ვერჩამქრობი და დროშიც ვერდამკიდებელი ხელისუფლება“, - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42