მიანმარის ხელისუფლებამ რაკჰაინის შტატის მაცხოვრებლებისთვის, რომლებიც სისხლიანი სამხედრო დაპირისპირების ცენტრში იმყოფებიან, გაეროს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება დაბლოკა.
როგორც „გარდიანი“ იტყობინება, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის შეწყვეტილია საკვების, წყლისა და სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტების მიწოდება.
მიანმარში გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისის განცხადებით, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება „ უსაფრთხოების კუთხით შექმნილი რთული ვითარების გამო აკრძალეს.”
„გაერო ხელისუფლებასთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფება , რათა ჰუმანიტარული ოპერაციები, რაც შეიძლება მალე განახლდეს“ - განცხადა გაეროს წარმომადგენელმა გარდიანთან საუბრისას.
მიანმარის მთავრობის განცხადებით, რაკჰაინის შტატში სამხედროები მუსლიმი როჰინჯას თემის წარმომადგენელ მებრძოლებს ებრძვიან. თუმცა თავად ადგილობრივი მოსახლეობა ამტკიცებს, რომ სამხედროები მათ თავს ესხმიან და ხოცავენ .
რეგიონში ათწლეულებზე მეტია როჰინჯას უმცირესობა იდევნება. ათობით ათასმა მათგანმა უკვე დატოვა სოფელი და ბანგლადეშისკენ დაიძრა.
როგორც როიტერსი იტყობინება, რაკჰაინის პროვინციაში, მიანმარის არმიასა და როჰინჯას ბოევიკებს შორის შეტაკებები დაახლოებით ერთი კვირის წინ დაიწყო , რასაც 400-მდე ადამიანი ემსხვერპლა. მათგან 15 სამთავრობო არმიის წარმომადგენელია, დანარჩენი კი როჰინჯას თემის.
მასალის გამოყენების პირობები






