როგორც უკრაინული მედია იტყობინება, სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა . დნეპროსკის რაიონული სასამართლო მის საჩივარს სექტემბერში განიხილავს.
მეორე სარჩელი უკრაინის სახელმწიფო ფისკალური სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა რომან ნასიროვმა შეიტანა. აღნიშნულ სარჩელს კიევის შევჩენკოს რაიონული სასამართლო განიხილავს.
მიხეილ სააკაშვილს უჩივიან ასევე, უმაღლესი რადას დეპუტატები, ფრაქცია „სახალხო ფრონტის“ წევრები სერგეი პაშინსკი და ანდრეი ივანჩუკი.
ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობაზე ყოფნისას, 2016 წელს, მიხეილ სააკაშვილმა ნასიროვი კორუფციაში და რეფორმების შეფერხებაში დაადანაშაულა.
2015 წლის 14 დეკემბერს კი , პრეზიდენტ პოროშენკოს ადმინისტრაციაში რეფორმების ეროვნულ საბჭოზე შეკრებილ მაღალჩინოსნებს შორის დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენუკი და შს მინისტრი არსენი ავაკოვი დაუპირისპირდნენ. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის შს მინისტრსა და პრემიერს ქურდები უწიდა. ავაკოვმა კი დაპირისპირებისას მიხეილ სააკაშვილმა ჭიქა ესროლა.
მასალის გამოყენების პირობები






