BBC-ის ცნობით, სამხედროებმა სწავლების დროს ბალისტიკური რაკეტა Hyunmoo აამოქმედეს, რომელმაც იაპონიის ზღვაში პირობით სამიზნეებზე მიიტანა იერიში, მანევრებში ასევე მონაწილებდნენ გამანადგურებლები F-15.
3 სექტემბერს ოფიციალურმა ფხენიანმა რიგით მეექვე ბირთული ცდის ჩატარების შესახებ განაცხადა - მიწისქვეშა პოლიგონზე წარმატებით გამოსცადეს წყალბადის ბომბი, რომლის ჩატვირთვაც საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტაშია შესაძლებელი.
სეისმოლოგების ცნობით, აფეთქების შედეგად გამოწვეული ბიძგების სიმძლავრე 6,3 მაგნიტუდის იყო.
ბირთვულ ცდამდე ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიამ ფოტოები გაავრცელა, რომლებშიც ქვეყნის ლიდერი, კიმ ჩენ ინი ახალ წყალბადის ბომბს ათვალიერებს.
ფხენიანის რიგით მეექვსე ბირთვული ტექსტი ყველაზე მასშტაბური იყო და სიმძლავრით წინა გამოცდას 10-ჯერ აღემატებოდა.
მომხდარის შემდეგ სამხრეთ კორეისა და იაპონიის ხელისუფლებამ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომები მოიწვიეს. სეულმა შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაშიც მოიყვანა.
მასალის გამოყენების პირობები






