აშშ სრულად იცავს საერთაშორისო კანონმდებლობას - სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის საკონსულოების ჩხრეკის შესახებ
მსოფლიო - 10:19, 03 Sep, 2017     1842

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი აცხადებს, რომ რუსული მხარის განცხადება, თითქოსდა ამერიკელები რუსეთის დიპლომატიური კორპუსის შენობებში კარების შემტვრევით იმუქრებოდნენ, სინამდვილეს არ შეეფერება.

მისი თქმით, აშშ სრულად იცავს ვენის კონვენციას, ამერიკის კანონებსა და იმ ორმხრივ შეთანხმებას, რომელიც ამგვარ სიტუაციებს არეგულირებს.

„აშშ-ის ხელისუფლების მოქმედება რუსეთის დიპლომატიური კორპუსის საკუთრების მიმართ არის მხოლოდ შემოვლა და ინსპექტირება“, - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარატამენტის მაღალჩიონოსანი.

„რუსმა დიპლომატებმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ვაშინგტონში, სან-ფრანცისკოსა და ნიუ-იორკში მდებარე საელჩოები დაათვალიერეს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ შენობები ნამდვილად ცარიელია. ეს გაკეთდა შენობების უსაფრთხოებისა და დაცვის მიზნით“, - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი.

1 სექტემბერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთის სამი დიპლომატიური ობიექტის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება პირადად პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო. აშშ-ს ეს ნაბიჯი ერთგვარი პასუხია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად რუსეთის შეერთებული შტატების დიპლომატიური მისიის პერსონალი 755 ადამიანით შემცირდა.

2 სექტემბერს, მედიის ყურადღება სან-ფრანცისკოში რუსეთის საკონსულოს შენობის საკვამურიდან ამომავლმა შავმა კვამლმა მიიპყრო. ჟურნალისტებმა ვარაუდი გამოთქვეს, რომ საკონსულოს თანამშრომლები ჩხრეკის მოლოდინში გარკვეულ დოკუმენტებს წვავდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42