თბილისის მერიის თანამშრომლები თბილისელებისაგან გადახდილ თანხებს იტაცებდნენ
სამართალი - 18:13, 27 Jun, 2013     823

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე თვის განმავლობაში დეტალურად სწავლობს ქალაქ თბილისის ბიუჯეტიდან დედაქალაქის რეაბილიტაციის მიზნით მერიის მიერ დაფუძნებულ სპეციალურ ფორმებში აკუმულირებული ათეულობით მილიონი ლარის მართლსაწინააღმდეგო განკარგვის ფაქტებს.


დაწყებული გამოძიებით უტყუარად დადასტურებულია, რომ ქალაქ თბილისის მერიის მაღალი თანამდებობის პირების უშუალო ორგანიზებითა და დანაშაულებრივი ხელშეწყობით, თბილისის რეაბილიტაციის ფინდიდან, რომლის ყოფილი ხელმძღვანელი მიმალვაში იმყოფება, სხვადასხვა ტიპის თვალთმაქცური ოპერაციების მეშვეობით გაფლანგულია 50 მილიონ ლარზე მეტი.


მათ შორის რამდენიმე ათეული მილიონი ლარი უშუალოდ ბანკიდან ნაღდი ფულის სახით არის გამოტანილი და სავარაუდოდ მითვისებულია", - განაცხადა ნათია სუხიტაშვილმა.


თვალსაჩინოებისთვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა აღნიშნული კორუფციული საქმის მტკიცებულებები წარმოადგინა, კერძოდ კი გამოძიების პროცესში მოპოვებული ვიდეომასალების ნაწილი, რომლებზეც დედაქალაქის მერიის თანამშრომლები პლასტიკური ბარათების გამოყენებით იტაცებენ თბილისელებისაგან გადასახადების სახით აკრებილ თანხებს. რომელიც ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებას უნდა მოხმარებოდა.

,,აქვე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ამ საქმის ნებისმიერი სახით პოლიტიზირებას ჩვენ განვიხილავთ, როგორც პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობას, რასაც არ დავუშვებთ.


რაც შეეხება დაკიტხვაზე მყოფი პორების პრეტენზიებს, უფლებამოსილი ორგანოები კანონის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლიან აღნიშნულ საკითხს.


თავად საბიუჯეტო თანხების სავარაუდო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებთან დაკავშირებით კი გამძიება გრძელდება და გამოძიების დასრულებისთანავე საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია საქმის თაობაზე", - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42