თბილისში სისწრაფის განმსაზღვრელი ახალი რადარები დამონტაჟდა
სამართალი - 17:57, 27 Jun, 2013     624

 

საპატრულო პოლიციის ინფორმაციით, თითოეული რადარის სიახლოვეს განთავსებულია სიჩქარის შეზღუდვის და რადარის მაჩვენებელი საგზაო ნიშნები, რომლებზეც გამოსახულია ვიდეოკამერა და დასაშვები სიჩქარე.


იქიდან გამომდინარე, რომ თბილისში მომხდარი ავტო–საგზაო შემთხვევების უმრავლესობის გამომწვევი მიზეზია გადაჭარბებული სიჩქარე და ნასვამ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება რადარების დამატების შესახებ.


რადარების დამონტაჟება მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მძღოლთა და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებას და გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობის მაქსიმალურად შემცირებას.


საპატრულო პოლიციამ დედაქალქში კიდევ ერთი სიახლე დანერგა - ყველა ქუჩაზე, სადაც დაშვებული იყო 60კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა (გარდა ვაჟა–ფშაველას გამზირისა), დასაშვები სიჩქარე 10 კმ/სთ-ით გაიზარდა. აქვე გაცნობებთ, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მძღოლს შეუძლია დადგენილ ზღვარს გადააჭარბოს 15 კმ/სთ სიჩქარით.


რადარის მიერ დაფიქსირებული გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა ფიქსირდება სპეციალური კამერის მეშვეობით და მფლობელს შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმა მისდის რეგისტრაციის ადგილზე. ამავდროულად, საპატრულო პოლიცია საჯარიმო ქვითრის ჩაბარებამდე დამრღვევ მძღოლს შMშ-ით აფრთხილებს. ჯარიმის გადახდის ვადის ამოწურვამდე 5 დღით ადრე მოქალაქეს შMშ-ით მისდის შეხსენება.


ახლო მომავალში საპატრულო პოლიცია ქვეყნის მასშტაბით ცენტრალურ მაგისტრალებსა და ქალაქებში სისწრაფის განმსაზღვრელი ახალი რადარების დამონტაჟებას გეგმავს.


თბილისში დამონტაჟებული ახალი რადარები:
1. კახეთის გზატკეცილი #18 (სამგორის მეტროსთნ)
80+15
2. კახეთის გზატკეცილი #39 (პეპელას ხიდი)
80+15
3. მარჯვენა სანაპირო ბაქრაძის ქ. (პაპილონი)
70+15
4. აღმაშენებლის ხეივანი (ახალ ნათებასთან)
80+15
5. აღმაშენებლის ხეივანი (სასოფლოსთან)
80+15
6. ბალანჩინი – შეშელიძის ქუჩები (გლდანის ხიდები)
70+15
7. მარჯვენა სანაპირო (ჯეოსელის ოფისთან)
70+15
8. მარჯვენა სანაპირო (300 არაგველის მემორიალი)
70+15
9. ვაშლიჯვრის და ნუცუბიძის პლატოს დამაკავშირებელი გზა
80+15
10. მარცხენა სანაპირო (შალიკაშვილის ხიდი)
70 +15
11. ვაჟა–ფშაველას გამზ. #36 (სამედიცინო ინსტიტუტი)
60+15





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42