სისულელეა თუ საბოტაჟი??? რასმუსენის (იმ რასმუსენის,რომელიც გამადიდებელი შუშით გვაკვირდება) და ნატოს მაღალჩინოსნების ვიზიტის პარალერულად ქუჩაში მერიის და საკრებულოს თანამშრომლების დაკავება და მერე გამოშვება რა არის???
მე ვფიქრობ რომ ეს არის ნაციონალური მოძრაობის წისქვილზე წყლის დასხმა და საბაბის მიცემა უცხოელებისთვის, რომ მათ ისაუბრონ საქართველოში პოლიტიკურ რეპრესიებზე. იმედი მაქვს, რომ ეს არის შეუგნებელი შეცდომა და არა შეგნებული მცდელობა ნაცმოძრაობის ფარულ მხარდამჭერთა მიერ. თუ დაკავებაა, არ შეიძლებოდა ეს 2-3 დღის მერე მომხდარიყო??? ან თუ აკავებენ რაღას უშვებენ ??? რა აუცილებლობაა რომ 30 კაცი ერთდროულად დააკავო??? და მთავარი კითხვა - რატომ მოხდა ამ 30 პირის დაკავება ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტისას???? ამ კითხვებზე ლოგიკური-პოლიტიკური პასუხები არ არსებობს, ამ კითხვებზე მხოლოდ ორი პასუხია - პირველი არაკომპეტენტურობა (რაც ნაკლებადსავარაუდოა) მეორე- მიზანმიმართული საბოჟატი და პროვოკაცია, რომელიც მიმართული იყო ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის და ნაცმოძრაობის ოცნების ასრულებისთვის, რაც საქართველოს საერთაშორისო იზოლაციის დაწყებას გულისხმობს!!!!", - წერს სანდრო ბრეგვაზე.
მასალის გამოყენების პირობები






