რუსული მედიის ცნობით, კრემლში, პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატად ქსენია სობჩაკს განიხილავენ
მსოფლიო - 15:14, 01 Sep, 2017     6817

რუსული გამოცემა Ведомости-ს ცნობით, რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი შესაძლოა ქალი გახდეს. შესაძლო კანდიდატებს კი კრემლში არჩევენ. გამოცემის ცნობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მსჯელობენ იმაზე, რომ პუტინის მთავარი მეტოქე არჩევნებში ქალი იყოს. როგორც სტატიაშია საუბარი, მათ უკვე ჰყავთ 7 კანდიდატი, ერთერთ კანდიდატად კი ცნობილი სკანდალური ჟურნალისტი ქსენია სობჩაკი განიხილება.

"იდეალური ვარიანტი - ქსენია სობჩაკია, რომელიც იმ თანამედროვე ახალგაზრდა რუსი ქალბატონის იმიჯის დემონსტრირებაა, რომელსაც პოლიტიკაში წასვლა სურს"- წერს გამოცემა.

აღნიშნული ინფორმაცია უარყო თავად ჟურნალისტმა. სობჩაკმა განცხადება ინსტაგრამზე გააკეთა და იმ გამოცემების მიმართ საყვედური გამოთქვა, რომლებმაც მისი საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო მონაწილეობის შესახებ დაწერეს. ჟურნალისტის თქმით, ეს აბსურდული ინფორმაციაა.

"მათ არ ჩათვალეს საჭიროდ, ჩემთვის რამე ეკითხათ და ინფორმაცია ამის შემდეგ გაევრცელებინათ. წერენ, რომ კრემლში ჩემს კანდიდატურას განიხილავენ, მაგრამ არ ვიცი, ვინ რას განიხილავს კრემლის კაბინეტებში. მე თავისუფალი ადამიანი ვარ და ამით ვამაყობ. არ ვიცი რას განიხილავენ მაღლა, კაბინეტებში - არ ვიცი, მაგრამ დიდი ხანია ჩვენს პოლიტიკურ ლანდშაფტს ყურადღებით ვაკვირდები. და ერთი დიაგნოზი მაქვს - ჩვენი დღევანდელი პოლიტიკა, ნაგავია. მოსაწყენი და უსიამოვნო “ - დაწერა სობჩაკმა.

აღსანიშნავია, რომ ქსენია სობჩაკი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პოლიტიკისა და რეჟიმის დიდი კრიტიკოსია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42