როგორც აღმოჩნდა, გოგონას ტანსაცმელი და სკამი სისხლით დაესვარა, დასახმარებლად მასწავლებელს მიმართა, რომელმაც ნაჭერი მისცა, შემდეგ კუთხეში დააყენა და დაამცირა . მასწავლებელმა კი შემდეგ კი ამას სისტემატიური ხასიათი მიეცა.
სუიციდამდე დაწერილ წერილში გოგონა წერს, რომ მას კლასში იტანჯებოდა.
გოგონა, სამხრეთ ინდოეთში, ტამილ ნადუ შტატში, ქალაქ პალაიამკოტაში ცხოვრობდა.
ის მეშვიდე კლასში იყო.
მისი მშობლები გოგონას სუიციდის მიზეზს ვერ ხსნიდნენ მანამ, სანამ წერილი იპოვეს.
„დედა, გთხოვ მაპატიე.
ვერ ვხვდები ჩემი მასწავლებელი ასე რატომ მაწამებს. არ მესმის ასე რატომ მავიწროებენ და მაწამებენ“ - წერს გოგონა წერილში.
გოგონას დედის თქმით, მასწავლებელმა მისი შვილი ერთხელ სცემა კიდეც, რადგან მას საშინაო დავალება არ ჰქონდა შესრულებული.
„ჩემი შვილი სკოლაში იყო, როდესაც მას ციკლი მოუვიდა. ამის შესახებ მასწავლებელს უთხრა. მან კი ტილო მისცა. შემდეგ ოთახის კუთხეში დააყენა. როგორ შეიძლებოდა 12 წლის ბავშვს მსგავსი დამცირებისთვის გაეძლო? - ამბობს გოგონას დედა.
როგორც გაირკვა, მან თავი აღნიშნული შემთხვევიდან მეორე დღეს მოიკლა.
როგორც სკოლამ BBC-ის განუცხადა, ისინი გამოძიებასთან თანამშრომლობენ.
ინდოეთის გარკევულ ნაწილში მენსტრუაცია დღემდე ტაბუდადებული თემაა . უფრო მეტიც, ქალები მიიჩნევენ, რომ ციკლის დროს ისინი უწმინდურები არიან.
მასალის გამოყენების პირობები






