ე.წ. დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკის სეპარატისტული მთავრობის ცნობით, მოლდავის სასაზღვრო პოლიციამ კიშინიოვის აეროპორტიდან ქვეყანაში არ შეუშვა რუსეთის და ე.წ სამხრეთ ოსეთიდ დელეგაციები და ისინი ქვეყნიდან გააძევა.
გამოძევებულ პირებს შორის არიან რუსეთის სამხედრო ექსპერტთა კოლეგიის პრეზიდენტი, გენერალ მაიორი ალეკსანდრ ვლადიმიროვი, ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იგორ კოზაევი, ფონდ „რუსკი მირ“-ის აღმასრულებელი დირექტორის თანაშემწე ვსევოლოდ ჟელეზნოვი და დნესტრიპირეთის მოლდავური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელი რუსეთში ოლგა გუკალენკო.
„მოლდავური მხარე ცინიკურად არღვევს საერთაშორისო სამართალს, მათ შორის თავისუფლად გადაადგილების უფლებას. დნესტრისპირეთის მაცხოვრებლებისთვის მოლდავის მხრიდან გადაადგილების შეზღუდვა წარმოადგენს ძალიან საშიშ პრეცენდენტს და ხელს უწყობს მხარეთა შორის დაძაბულობის გაძლიერებას. მოლდავური მხარის პროვოკაციული ხასიათის ქმედებებმა ყველა დონის დიალოგის ფარგლებში შესაბამისი შეფასება უნდა მიიღოს“- ნათქვამია უწყების განცხადებაში.
რუსი და ოსი პოლიტიკოსები ტირასპოლში დნესტრიპირეთის მოლდავური რესპუბლიკის შექმნის წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე დასასწრებად მიდიოდნენ, რომელიც 2017 წლის 2 სექტემბერსაა დაგეგმილი
მასალის გამოყენების პირობები






