წიგნი, რომელიც 1954 წელს გამოქვეყნდა, გოლდინგის პირველი და ყველაზე ცნობილი რომანია.
„ბუზთა ბატონი“ ავიაკატასტროფას გადარჩენილ ბიძებზეა, რომლებიც კუნძულზე მოხვდებიან. ისინი კადეტები არიან სამხედრო სასწავლებლიდან, მაგრამ ბედის მოულოდნელი შემობრუნება მათ ყველაფერს ავიწყებს: თავიდან დისციპლინას და წესრიგს, შემდეგ მეგობრობას და წესიერებას, საბოლოოდ კი ადამიანის ბუნებას.
ამ რომანით მწერალმა არაერთი სტერეოტიპი დაანგრია და უკაცრიელ კუნძულზე მოხვედრილი სკოლის მოსწავლეების მაგალითზე შეულამაზებლად ასახა ადამიანის ქვეცნობიერში ცივილიზებულობის მიღმა მიმალული ურჩხული. „ბუზთა ბატონი“ გოლდინგის პირველი და ყველაზე ცნობილი რომანია. მის გამოქვეყნებას თავიდან დიდი წარმატება არ მოჰყოლია, მაგრამ 60-იანი წლების დასაწყისში ბესტსელერად იქცა და კრიტიკოსებიც დაინტერესდნენ. 1963 წელს პიტერ ბრუკმა, ხოლო 1990 წელს ჰარი ჰუკმა რომანის მიხედვით ფილმები გადაიღეს.
ახალ ადაპტაციაზე კი დეივიდ სიგელი და სკოტ მაკგეჰენი იმუშავებენ.
მასალის გამოყენების პირობები






