აშშ-ში, ტეხასის შტატში სტიქიას ამ დრომდე ებრძვიან.
ამ დროისთვის არსებული მოანცემებით, ქარიშხალ „ჰარვის“ შედეგად მიყენებული ზარალი 125 მილიონ დოლარს შეადგენს.
წყალდიდობისა და ქარიშხლის შედეგად მარტო ჰიუსტონში დაზიანებულია 100 000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, ევაკუირებულია ათიათასობით ადამიანი.
ამავდროულად, დატბორილ ქალაქ ჰიუსტონში ქიმიური ქარხანაში ორი აფეთქება მოხდა.
ქარხნის დირექტორმა აცხადებდა, რომ აფეთქების თავიდან აცილება შეუძლებელი იყო, რადგან წვიმის გამო, კომპანია „Arkema“-ს ქარხანაში ქიმიური ნივთიერებების გაგრილების სისტემა მწყობრიდან გამოვიდა. გაითიშა გენერატორებიც.
პეციალისტები აცხადებდბებ, რომ ქარხანაში არსებული ქიმიური ნივთიერებები მაღალი ტემპერატურის დროს საფრთხეს წარმოადგენს და ხანძრის გაჩენის საშიშროება არსებობდა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქარხანასთან ახლოს მცხოვრებთა ევაკუაცია უკვე განახორციელა.
ბოლო ინფორმაციით, ქარიშხალი „ჰარვის" შედეგად გამოწვეულ სტიქიას 33 ადამიანი ემსხვერპლა. მაშველები ამ დრომდე ეძებენ დაკარგულებს.
შეგახსენებთ, ქარიშხალი „ჰარვი“ ტეხასს 26 აგვისტოს დაატყდა თავს. ქარის სიჩქარე სტიქიის ეპიცენტრში 215 კმ/სთ-ს აღწევდა.
მთავრობამ ათასობით ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ქარიშხალმა ყველაზე მეტად ჰიუსტონი დააზარალა.
ამჟამად „ჰარვი“ ტროპიკულ შტორმამდე შესუსტდა, თუმცა კვლავ საფრთხეს წარმოადგენს.
ტეხასში მსგავსი სიძლიერის სტიქია 12 წელია არ მომხდარა.
მასალის გამოყენების პირობები






