,,საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდს
და ბორდის ხელმძღვანელს, ბ–ნ ლევან გახელაძეს:
მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 24 ივნისს 20:56 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის "საზოგადოებრივი კავშირი დროას" დისკრედიტაცია ხდებოდა. სიუჟეტში ცალსახად იყო ნათქვამი, რომ ,,დროა" არის პოლიტიკური პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სატელიტი ორგანიზაცია, რისი მტკიცებაც ჟურნალისტის მხრიდან არის ჟურნალისტის ეთიკის კოდექსის უხეში დარღვევა. მოგახსენებთ რომ "საზოგადოებრივი კავშირი დროა" არის საინიციატივო ჯგუფი, სადაც გაერთიანებულნი არიან თავისუფლად მოაზროვნე ახალგაზრდები, თითოეულ მათგანს თავისი შეხედულება აქვს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და შეურაცხმყოფელია მათთთვის ამ იარლიყის მიკერება", - ნათქვამია ორგანიზაცია ,,დროას" მიმართვაში.
მასალის გამოყენების პირობები






