მე-7 სეზონის ფინალური, მე-7 ეპიზოდი HBO-ზე რეკორდული რაოდენობის მაყურებელმანახა. ბოლო სერიას ტელევიზიით 12.5 მილიონმა მაყურებელმა უყურა, ხოლო ინტერნეტში კი 4-მა მილიონმა .
როგორც ყოველთვის სერიას ამჯერადაც აქტიურად განიხილავენ.
გავრცლედა მრავალი თეორია. ამავდროულად, ამ დრომდე გაჟღერებული რამდენიმე თეორია ფინალურ სერიაში გამართლდა.
ერთერთი ახალი თეორიის თანახმად კი, ტირიონ ლანისტერი შეყვარებულია, არც მეტი არც ნაკლები დენერის ტარგარიანზე.
მსგავსი თეორია, დენის ოთახში შესული ჯონის დანახვისას, ტირიონის სახის გამომეტყველებას მოჰყვა.
მე-7 სეზონის ბოლო სერიაში, როგორც იქნა ვიხილეთ სცენა, რომელსაც ყველა ელოდებოდა - ჯონ სნოუსა და დენერისს სექსი ჰქონდათ . სცენარისტები კი კვლავ გაგვეხუმრნენ, დენისა და ჯონის რომანტიული ინცესტი აშკარად კომიკური იყო, იმ ფონზე, რომ ამ დროს ბრანი მათი ნათესაური კავშირის შესახებ ჰყვებოდა. ახლა ხო მიხვდით ყველანი, დენი ჯონის მამიდაა. შემდეგ სეზონში ალბათ გავიგებთ, კუდიანის წყევლა გამართლდება თუ არა.
აქ კი ტირიონი გამოჩნდა, რომელმაც ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი დატოვა მაყურებელში. ვერავინ მიხვდა, რატომ ჰქონდა ტირიონს შეძრწუნებული სახე , როდესაც დაინახა, როგორ შევიდა ჯონი დენერისის ოთახში. იქნებ იეჭვიანა. ნუთუ მართლა შეუყვარდა ტირიონს დენი?
უკვე რამდენიმე დღეა GOT-ის მაყურებლები აღნიშნულ თეორიას განიხილავენ, თუმცა სიმართლის გაგებამდე ლოდინი დიდხანს მოუწევთ.
შესაძლოა, ტირიონმა მართლაც იეჭვიანა, თუმცა, არა იმიტომ რომ დენერისი უყვარს, არამედ იმიტომ, რეალურად ის მთავარი სტრატეგია და დიდი გავლენა აქვს დრაკონების დედაზე.
შესაბამისად, ის დენისა და ჯონის ახალ ურთიერთობაზე წუხს, რადგან რა შედეგი მოჰყვება მათ კავშირს, უცნობია. შეიცვლება თუ არა დენის გეგმები? რა გავლენას იქონიებს მასზე ჯონ სნოუ? რა გადაწყვეტილებებს მიღებს დრაკონების დედ ახალი ურთიერთობის გათვალისწინებით?
თუმცა, ეს ხომ ტირიონია. ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ადამიანი მთელს ვესტეროსში. დაველოდოთ მერვე, ფინალურ სეზონს. 2019 წელს იმედია, გავიგებთ, რამ გამოიწვია ტირიონის შეშფოთება, დენერისის ოთახში ჯონის შესვლის დანახვისას.
მასალის გამოყენების პირობები






