გაქვთ შერლოკ ჰოლმსის ნიჭი? მაშინ გამოიცანით ვინ არის მკვლელი ქვემოთ მოყვანილ ისტორიაში.
„ხუთი ადამიანისაგან შემდგარ კომპანიაში მკვლელობა მოხდა. ერთერთმა მათგანმა მეორე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
აი, რა ინფორმაცია მოგვეპოვება მათ შესახებ:
1. დენი ერთერთ უდანაშაულოსთან ერთად ნიუ-იორკის მარათონში მონაწილეობდა.
2. მაიკი, ქალაქში გადმოსვლამდე, საკუთარ თავს ფერმერად თვლიდა.
3. ჯეფი კომპიუტერული გენიოსია. მომავალ კვირას იგი ბენისთვის კომიუტერის აწყობას გეგმავს.
4. მკვლელს რამდენიმე დღის წინ ფეხი მოჰკვეთეს
5. ბენმა ჯეკი ნახევარი წლის წინ გაიცნო.
6. ჯეკი მკვლელობის შემდეგ საზოგადოებაში არ გამოჩენილა.
7. დენი ადრე ბევრს სვამდა.
8. ბოლო რამდენიმე კომპიუტერი ბენმა და ჯეფმა ერთად ააწყვეს.
9. მკვლელი ჯეკის ძმაა, ისინი ქალაქ სიეტლში ერთად გაიზარდნენ.“
გამოიყენეთ თქვენი დედუქციური ნიჭი და გამოიცანით, ვინ არის მკვლელი.
პასუხის შესამოწმებლად დააჭირეთ ბმულს.
თავსატეხი შექმნილია კომპანია Rosetta Stone-ის მიერ.
მასალის გამოყენების პირობები






