ჯერ კიდევ ცივი ომის დროს დასავლეთის სამყარო და საბჭოთა კავშირი მესამე ქვეყნებისა და ე.წ. პროგრესული ძალების მხარდაჭერის მოპოვებისთვის ერთმანეთის წინააღმდეგ აქტიურ პროპაგანდისტულ კამპანიას ეწეოდნენ, - ნათქვამია სტატიაში, - იმ დროს, ამ ქვეყნებში არსებული ე.წ. პროგრესული ძალები შედგებოდნენ სტუდენტებისგან, ქალებისაგან, ახალგაზრდობისგან, ადვოკატებისა და მშვიდობისათვის მებრძოლებისაგან. თითოეული ამ ჯგუფზე სსრკში სპეციალური ორგანიზაცია იყო შექმნილი. ეს ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ მსოფლიოში მშვიდობისათვის იბრძოდნენ, თუმცა, რეალურად კრემლის აგრესიული პოლიტიკისათვის შესაბამისი ფონის შექმნას ცდილობდნენ.
საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთს, რომელიც მეორე ცივ ომს იწყებს, ახალი მექანიზმების გამოგონება არ დასჭირვებია. დასავლეთში, როგორც ადრე, ისევე დღეს მრავლად არიან სოციალისტები და კომუნისტები, რომლებიც საბჭოური წყობის უპირატესობაში არიან დარწმუნებული, ან თვლიან, რომ საბჭოურ წყობა პოტენციურად უკეთესია ვიდრე დღეს არსებული ყველა სხვა სისტემა.
ამასთან, წერს Times-ი, თითქმის კომუნისტური წყობის დასასრულამდე დასავლეთში იყვენენ ადამიანები, რომლებიც საბჭოთა კავშირში ცხოვრებაზე ოცნებონდნენ, რაც შეეხება დღევანდელობას, რუსეთში ცხოვრება არავის სურს, შესაბამისად რუსული პროპაგანდაც მხოლოდ დასავლეთის „გაშავებასა“ და სხვადასხვა ქვეყნებში დესტაბილიზაციის მოწყობითაა დაკავებული.
ეს პროპაგანდა გამოირჩევა მტრული დამოკიდებულებით ყველაფერი დასავლურისადმი და მხარს უჭერს ყველაფერს, რაც ე.წ. „დასავლურ ღირებულებებს“ ეწინააღმდეგება. მხარს უჭერს სირიელ დიქტქტორ ასადს და უარყოფს მის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ზიზღით და დაცინვით საუბრობს ევროკავშირზე, აცხადებს, რომ უკრაინაში შექმნილ კრიზისზე დასავლეთია დამნაშავე, მხარს უჭერს ეთნო-ნაციონალისტურ პარტიებსა და მოძრაობებს ევროპაში და სხვა ქვეყნებში და სხვ.
დასავლეთის უპირატესობა ერთ მთავარ საკითხშია - ის უფლებას აძლევს თავის მოქალაქეებს იყვნენ ჭკვიანები, ამასთან, არც იმაში უშლის ხელს, რომ არასწორად ან სულელურად იფიქრონ.
„თუმცა, კარგი იქნებოდა ჩვენი მოქალაქეებისათვის გვესწავლებინა ინფორმაციისა და დეზინფორმაციის გარჩევა, თუმცა, ჩვენ ამ ბრძოლაში მაინც გავიმარჯვებთ,“ - წერს სტატიის ავტორი დევიდ აარონოვიჩი.
მარქსის ძეგლი ჯერ კიდევ დგას ლონდონში, რადგან საზოგადოებას შეეძლოს მის იდეებზე მსჯელობა, ხოლო რუსეთში პუტინის ოპონენტების სიცოცხლე აბსოლუტურად დაუცველია, რადგან რუსეთში საზოგადოება სუსტია და თავს უფლებას არ აძლევს სიტყვის თავისუფლება დაიცვას.
"ეს იმას ნიშნავს, რომ პუტინს უფრო ეშინია ჩვენი, ვიდრე ჩვენ - მისი. გამოვიდეთ მის წინააღმდეგ - კი ბატონო, მაგრამ ვიკანკალოთ მისი სახელის გაგონებაზე - ნურას უკაცრავად,“ - წერს აარონოვიჩი.
მასალის გამოყენების პირობები






