ოფიციალურმა კიევმა რუსი ჟურნალისტი ანა კურბატოვა ქვეყნიდან გააძევა და უკრაინაში შესვლა 3 წლით აუკრძალა. ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივანი ელენა გიტლიანსკაია იტყობინება.
"რუსმა პროპაგანდისტმა ჟურნალისტმა, ანა კურბატოვა, რომლის მიმართაც უკრაინიდან იძულებითი გაძევების გადაწყვეტილება იქნა მიღებული, უკრაინა-რუსეთის საზღვარი უკვე გადაკვეთა. მას 3 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა აკრძალული აქვს. გადაწყვეტილების მიზეზი, კურბატოვას საქმიანობა გახდა, როემლიც უკრაინის ეროვნულ ინტერესებს ზიანს აყენებდა" - დაწერა გიტლანსკაიამ ფეისბუკზე.
გუშინ, რუსულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ კიევში რუსეთის "პირველი არხის" ჟურნალისტი ანა კურბატოვა გაიტაცეს.
მალევე, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ანა კურბატოვა არავის გაუტაცებია და ის რუსეთში იქნება დეპორტირებული.
„რუსი პროპაგანდისტი ანა კურბატოვა რუსეთში იძულებით იქნება დაბრუნებული. უკრაინა სამართლებრივი სახელმწიფოა. ამ ეტაპზე ჟურნალისტის ოფიციალური გაძევებისთვის საჭირო დოკუმენტების გაფორმება მიმდინარეობს. ასე დაემართება ნებისმიერს, ვინც თავს უფლებას მისცემს , უკრაინა დაამციროს“ - განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივანმა ელენა გიტლიანსკაიამ .
მასალის გამოყენების პირობები






