ამასობაში კი ბრანმა სემ ტარლისთან საუბრისას გაიგო, რომ ჯონი რეიგარ ტარგარიენისა დალიანა სტარკის კანონიერი შვილია. მისი „მოგზაურობით“ კი გავიგეთ , რომ რეიგარსა და ლიანას ერთმანეთი ნამდვილად უყვარდათ, ჯონის ნამდვილი სახელი კი ეიგონ ტარგარიანია.
მანამ სანამ ბრანი ჯონის მშობლების ქორწილს „ესწრება“ , ჩრდილოეთის მეფე დრაკონების დედის ოთახის კარებზე დააკაკუნებს (დაგვავიწყდა გვეთქვა, ჯონ სნოუ დენერისს სთავაზობს, დრაკონით გაფრენის ნაცვლად, ჩრდილოეთში გემით გაემგზავროსდანარჩენებთან ერთად და თეთრ ნავსადგურში ერთად შევიდნენ, რათა ჩრდილოელებმა მათიკავშირი სერიოზულად მიიღონ.) და დენიც თითქოს ამას ელოდებოდა.
როგორც ყოველთვის ამჯერადაც სერიას აქტიურად განიხილავენ Reddit-ზე.
ერთერთი მომხმარებლის თქმით, სერიის ფიანლურ ეპიზოდში, კედლის ნგრევის შემდეგ, როდესაც , მოსიარულე მკვდრების არმიამ კედელს გადააბიჯა და ვინტერფელისაკენ გაემართა, მოსიარულე მკვდრებისგან სტარკების სიმბოლო - მგელი გამოისახა.

შესაძლოა, ეს არაფერს ნიშნავს და სერიალის შემქმნელები მაყურებლებს უბრალოდ გაგვეხუმრნენ, რადგან მათ კარგად იციან, რომ მათი დაწერილი სცენარის გადამკიდე, ყველა დეტალში რაღაც ქვეტექსტს ვეძებთ.
თუმცა, ეს ხომ Game of Thrones-ია და არაფერი გამოვრიცხოთ. ვინ იცის, იქნებ ეს დეტალი ადასტურებს ფანების თეორიას იმის შესახებ, რომ ღამის მეფე ბრან სტარკია.
ესე ასე, მე-7 სეზონი დასრულდა. ახლა, მე-8 სეზონამდე კი ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა გვაქვს, მათ შორის დაიღუპნენ თუ არა ბერიკ დონდარიონი და თორმუნდი? რა ბედი ეწია ჯეიმის? აღმოჩნდება თუ არა დენერისი უშვილო? როგორ შეხვდებიან ერთმანეთს დრაკონები, არის თუ არა ბრანი ნამდვილად ღამის მეფე და რატომ იყო ტირიონი ასეთი შეძრწუნებული, როდესაც ნახა, როგორ შევიდა ჯონი დენის ოთახში?
"სამეფო კარის თამაშების“ მე-8 სეზონის პრემიერა კი სავარაუდოდ, 2019 წელს გამოვა.
მასალის გამოყენების პირობები






