მე-7 სეზონის ფინალური, მე-7 ეპიზოდი HBO-ზე რეკორდული რაოდენობის მაყურებელმა ნახა. ბოლო სერიას ტელევიზიით 12.5 მილიონმა მაყურებელმა უყურა, ხოლო ინტერნეტში კი 4-მა მილიონმა .
როგორც ყოველთვის ამჯერადაც სერიას აქტიურად განიხილავენ Reddit-ზე.
ერთერთი მომხმარებლის თქმით, სერიის ფიანლურ ეპიზოდში, კედლის ნგრევის შემდეგ, როდესაც , მოსიარულე მკვდრების არმიამ კედელს გადააბიჯა და ვინტერფელისაკენ გაემართა, მოსიარულე მკვდრებისგან სტარკების სიმბოლო - მგელი გამოისახა.


შესაძლოა, ეს არაფერს ნიშნავს და სერიალის შემქმნელები მაყურებლებს უბრალოდ გაგვეხუმრნენ, რადგან მათ კარგად იციან, რომ მათი დაწერილი სცენარის გადამკიდე, ყველა დეტალში რაღაც ქვეტექსტს ვეძებთ.
თუმცა, ეს ხომ Game of Thrones-ია და არაფერი გამოვრიცხოთ. ვინ იცის, იქნებ ეს დეტალი ადასტურებს ფანების თეორიას იმის შესახებ, რომ ღამის მეფე ბრან სტარკია.
ყველამ ვიცით, რომ ბრანი სამთვალა ყორანია, რომელსაც წარსულში მოგზაურობა და მაშინ მომხდარი ამბების დანახვა შეუძლია. ბრანი შეშლილ მეფედ წოდებულ აერის ტარგარიანსაც ეწვია, იმ იმედით, რომ მას თეთრი მოსიარულეების მაოხლოების შესახებ გააფრთხილებდა და მათი განადგურებისკენ მოუწოდებდა. ის მეფეს ეუბნებოდა „ყველანი დაწვი.“ თუმცა, ეს არ გამოუვა და მისი შთაგონება მეფის გაგიჟებას გამოიწვევს. შეშლილი მეფეც თეთრი მოსიარულეების ნაცვლად, ხალხის დაწვას დაიწყებს.
ბრანი კი შეცდომის გამოსწორებას კედლის აშენებით გადაწყვეტს და კედელს , როგორც ბრან აღმშენებელი(Bran the Builder) ააშენებს.
შემდეგ ის წარსულში მოგზაურობას კვლავ განაგრძობს და იმ დროს ეწვევა, როდესაც ტყის შვილებმა თეთრი მოსიარულეები თავდაცვის მიზნით შექმნეს. მაშინ, როდესაც ბრანი დროში მოგზაურობდა, ის ადამიანის სხეულში აღმოჩნდა, რომელიც შემდეგში ღამის მეფე გახდა. ტყის შვილებმა მამაკაცს დრაგონსთოუნით გული ამოაცალეს. ამ დროს ბრანი მომავალში დაბრუნებას ცდილობდა, თუმცა ვერ შეძლო , მის სხეულში გამოიკეტა და შეიქმნა ღამის მეფე.
ფაქტია, ეს თეორია, სულაც არ არის საფუძველს მოკლებული, თუმცა GOT-ის სცენარის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, თუმცა დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ მერვე სეზონი ნამდვილად საინტერესო იქნება.
„სამეფო კარის თამაშების“ მე-8 სეზონის პრემიერა კი აშესაძლოა, 2019 წლამდე გადაიდოს. HBO-ს პროგრამების მენეჯერმა ქეისი ბლოიმ განაცხადა. მისი თქმით, მერვე სეზონის სცენარი ჯერ დაწერილი არ არის, ამავდროულად, გადაღებები სავარაუდოდ, ძალიან რთული იქნება . ამიტომაც ბოლო სეზონი 2018 წლის ზაფხულში ან 2019 წელს გამოვა.
აღსანიშნავია, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, ახალი სეზონის პრემიერა მუდმივად გაზაფხულზე ხდებოდა, მე-7 სეზონი კი ზაფხულში გამოვიდა, რაც სცენარის მიხედვით გათვალისწინებული სცენების გადაღების სირთულით აიხსნა.
მასალის გამოყენების პირობები






