„გალტ ენდ თაგარტმა“ „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 10 მილიონი აშშ დოლარის 3 წლიანი ობლიგაციები წარმატებით განათავსა
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:20, 30 Aug, 2017     1160
სს „გალტ & თაგარტმა“ შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ (GLC) 10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, 3 წლიანი ობლიგაციების წარმატებით გამოშვება უზრუნველყო. ეს არის ქართულ კომპანიებს შორის, კუპონის ყველაზე დაბალი განაკვეთის ობლიგაციების განთავსება აშშ დოლარში. ხსენებულ ობლიგაციებზე მოთხოვნამ, მიწოდებას მნიშვნელოვნად გადააჭარბა, რამაც განაპირობა კიდეც ობლიგაციების უპრეცენდენტოდ დაბალ პროცენტში განთავსება.

„საქართველოს სალიზინგო კომპანია“ მომხმარებელს უკვე მეორედ აძლევს შესაძლებლობას ეფექტურად დააბანდოს თავისუფალი ფინანსური სახსრები GLC–ის ობლიგაციებში. ხსენებული 3 წლიანი, დოლარში დენომინირებული ობლიგაციები მომხმარებელს კუპონის ფიქსირებულ 7%-იან განაკვეთს სთავაზობს, რაც 2014 წლის სექტემბერში გამოშვებული ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთთან შედარებით 1.75 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. განთავსების ერთადერთი აგენტი „გალტ & თაგარტია“.

„მოხარული ვართ განვაცხადოთ „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ ობლიგაციების რიგით მეორე, წარმატებული გამოშვების შესახებ. ობლიგაციებზე დაფიქსირდა გადაჭარბებული მოთხოვნა, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს კომპანიის მაღალ სანდოობაზე და „გალტ & თაგარტ“-ის პროფესიონალიზმზე. ობლიგაციების ბაზარი დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციის ძალიან ხელსაყრელი საშუალებაა და GLC-ი მომავალშიც გააგრძელებს აღნიშნული ფინანსური ინსტრუმენტის გამოყენებას,“ განაცხადა საქართველოს სალიზინგო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ელდარ ახვლედიანმა.

„მოხარული ვარ ავღნიშნო „გალტ & თაგარტის“ როლი GLC-ის ობლიგაციების წარმატებით განთავსებაში. ეს არის ქართული კომპანიის მიერ აშშ დოლარში დენომინირებული, ფიქსირებული შემოსავლის მქონე ფინანსური ინსტრუმენტის საჯარო განთავსება საქართველოში ყველაზე დაბალ საპროცენტო განაკვეთში. მომხმარებელი დიდი ინტერესით შეხვდა ობლიგაციების გამოშვებას, რის შედეგადაც მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა. მინდა მივულოცო „გალტ & თაგარტის“ მთელ გუნდს, რომელიც საკუთარი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის წყალობით, გახდა საინვესტიციო-საბანკო მომსახურების მიმწოდებელი წამყვანი კომპანია ქვეყანაში. სადღეისოდ „გალტ & თაგარტს“ მიმართავენ კერძო და საჯარო კომპანიები და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები“ - განაცხადა „გალტ & თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა - ოთარ შარიქაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42