მაროდიორობის თავიდან ასაცილებლად ჰიუსტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა
მსოფლიო - 11:11, 30 Aug, 2017     3084


აშშ-ში, წყალდიდობის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ ტეხასის ქალაქ ჰიუსტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა. ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, მსგავსი გადაწყვეტილება მაროდიორობის თავიდან ასარიდებლად მიიღეს.

წყალდიდობის გამო ჰიუსტონიდან ევაკუირებულია ათასობით ადამიანი. მიტოვებულ სახლებში კი ქურდობის საფრთხე არსებობს.

ქარიშხალი „ჰარვის" შედეგად გამოწვეულ სტიქიას მარტო ჰიუსტონში დაღუპულია 15 ადამიანი., სულ ტეხასის შტატში სტიქიას 30 ადამიანი ემსხვერპლა.

ჰიუსტონშივე გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. ქალაქში მდებარე ერთ წყალსაცავში - ედიქსში , წყლის დონემ კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია და კაშხლიდან გადმოსვლა დაიწყო.

სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ გუშინ აშშ-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი, რომლებიც შტატში მიმდინარე სამუშაოებს და ვითარებას ადგილზე გაეცნენ.

შეგახსენებთ, ქარიშხალი „ჰარვი“​ ტეხასს 26 აგვისტოს დაატყდა თავს. ქარის სიჩქარე სტიქიის ეპიცენტრში 215 კმ/სთ-ს აღწევდა.

მთავრობამ ათასობით ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ქარიშხალმა ყველაზე მეტად ჰიუსტონი დააზარალა.

ამჟამად „ჰარვი“ ტროპიკულ შტორმამდე შესუსტდა, თუმცა კვლავ საფრთხეს წარმოადგენს. ლუიზიანაში უკვე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და განხორციელდა 30 000-მდე მოსახლის ევაკუაცია.

მეტეოროლოგების თქმით, ტეხასში მსგავსი სიძლიერის სტიქია 12 წელია არ მომხდარა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42