რუსული მედიის ცნობით, ზემო ლარსის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს
მსოფლიო - 10:12, 29 Aug, 2017     4090

ჩრდილოეთ ოსეთის მესაზღვრეებმა, ზემო ლარსის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე, საქართველოს მოქალაქე ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს. ამის შესახებ რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება.

„ჩრდილოეთ ოსეთის სასაზღვრო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ქართული წარმომავლობის , კრიმინალური სამყაროს ერთერთი ლიდერი დააკავეს, რომელიც საზღვრის გადაკვეთას ყალბი დოკუმენტებით ცდილობდა” - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოცემის ცნობით, მამაკაცმა საპასპორტო კონტროლის გავლისას ჯერ რუსეთის საზღვარგარეთის პასპორტი წარადგინა, რომლის ვალიდურობაშიც მესაზღვრეებმა ეჭვი შეიტანეს. ეჭვის საპასუხოდ, რომ პასპორტი შესაძლოა, აღნიშნულ პირს არ ეკუთვნოდეს, მან აზერბაიჯანის მოქალაქის პასპორტი წარადგინა, სრულიად განსხვავებული მონაცემებით.

„გარემოებების გარკვევისას დაკავებულს თან აღმოაჩნდა სრულად ან ნაწილობრივ ყალბი დოკუმენტების რამდენიმე კომპლექტი და არ აღმოაჩნდა ნამდვილი პირადობის მოწმობა“ -აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

გავრცელებული ცნობით, თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ დაკავებული პირი, რომელიც საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა, საქართველოს მოქალაქეა, რომელიც არაერთხელ არის ნასამართლევი როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში.

„დაკავებულის ნათესავებს ასევე კავშირი აქვთ დანაშაულებრივ საქმიანობასთან, კერძოდ, რუსეთის ტერიტორიაზე ნარკოტიკით ვაჭრობასთან” - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42