ყოფილი დისიდენტი ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებაში პუტინის მიერ მოყვანილად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ახალი ხელისუფლება გეგმაზომიერად ახდენს ქართული სახელმწიფოებრიობის დისკრედიტაციას.
,,მე ვთვლი, რომ არაადექვატური იყო ხელისუფლების რეაქციები. სადაც სისხლის სამართლის დანაშაულია მომხდარი, იქ მყისიერად უნდა დაიწყოს გამოძიება. უნდა დადგინდეს, ვინ არის დამნაშავე. უშუალო შემსრულებლები დაპატიმრებული უნდა ყოფილიყვნენ. ეს იქნებოდა ადეკვატური რეაქცია და არა ის, როგორი რეაქცია ჰქონდა ხელისუფელბას. დიპკორპუსს, არასამთავრობო სექტორსა და მედიას აჩვენეს ეს კადრები და იყო ისეთი შთაბეჭდილება, რომ სიძულვილის კამპანია გააჩაღა ხელისუფლებამ. ამას ხელისუფლებამ პოლიტიკური კამპანიის სახე მისცა. ეს არ იყოს ის ფორმა , რომელიც ჩვეული იქნებოდა სამართალდამცავი სახელმწიფოსათვის. საქმის წარმოება უნდა ყოფილიყო და მიმაჩნია, რომ ამის ჩვენება დიპკორპუსისა და მედიისთვის ზედმეტი იყო", - მიიჩნევს თამარ ჩხეიძე.
რაც შეეხება საპარლამენტო არჩვენების წინ ციხის კადრების ჩვენებას, თამარ ჩხეიძე აცხადებს, რომ ეს ნამდვილად იყო ფაქტორი არჩევნებში ,,ნაციონალური მოძრაობის" დამარცხების, თუმცა დასძენს, რომ ეს კადრები კონკრეტულად პუტინის მიერ იქნა გამოყენებული, მისთვის სასურველი ძალის მოსაყვანად:
,,მაშინაც ეს კადრები არ ვიცი როგორ იყო მოპოვებული, მაგრამ ეს კადრები, ცხადია, გამოყენებული იყო ხელისუფლების შეცვლის მიზნით. ეს კადრები გამოყენებულ იქნა რუსეთის, კონკრეტულად პუტინის მიერ, თავისი სასურველი ძალა რომ მოეყვანა ხელისუფლებაში", - აცხადებს თამარ ჩხეიძე.
,,ილია ჭავჭავაძის საზოგადოების" თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან და ქართველებისვე ხელით წარმართავენ ანტისახელმწიფოებრივ პროცესებს. მისივე თქმით, სამეგრელოს კადრები გამოიყენეს იგივე კონგრესის ცნობილი განცხადების გადასაფარად:
,,ეს ფირები მაშინაც გამოიყენეს, როცა ამერიკის კონგრესში ცნობილი განცხადება მზადდებოდა და იქ სასტიკად იყო შეფასებული პოლიტიკური მოწინააღმდეგის დევნის პროცესები, ამის გადასაფარად და დასავლეთისთვის იმის დასამტკიცებლად, რომ, აი, ჩვენ ვის ვიჭერთ და ვისი ხალხი არიან. ამისთვის გამოიყენეს ეს ფირები. სიძულვილის და აგრესიის გასაღვივებლად გამოიყენეს. ეს თავისთავად ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა", - აცხადებს თამარ ჩხეიძე.
რაც შეეხება აღნიშნულ ვიდეო კადრებზე ყოფილი ხელისუფლების პასუხსიმგებლობას, თამარ ჩხეიძე აცხადებს, რომ ჯერ კიდევ ,,ვარდების რევოლუციის" პერიოდშივე იყო განწყობილი ამ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად ,,ჩემთვის ცნობილი იყო ის უარყოფითი პროცესები, რომელიც იმ ხლეისუფლების დროს ხდებოდა, მაგრამ ყველაფერი შედარებითია", - აცხადებს ყოფილი დისიდენტი.
თამარ ჩხეიძე ამჟამინდელ ხელისუფლებას გაცილებით უარყოფითად აფასებს და მიიჩნევს, რომ ის, რაც ამ ხელისუფლებამ განახორციელა, ახლოსაც ვერ მოვა იმასათან, რასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა:
,,წინა ხელისუფლების ქმედებების გარკვეული ნარილი განპირობებული იყო რუსეთის ინტერესებით, რადგან ის ხელისუფლება რუსეთის და ამერიკის მიერ იქნა მოყვანილი, მაგრამ შემდეგ მასში იჩინა თავი დასავლურმა ორიენტაციამ. ამჟამინდელ ხელისუფლებას რაც შეეხება, ის მხოლოდ პუტინის მოყვანილია და რუსეთის შეკვეთის შესრულებისკენ არის მიმართული. მთელი რიგ სფეროებში ნამდვილად უარყოფითი ნაბიჯები იქნა გადადგმული, მაგრამ არ შეიძლება წინა ხელისუფლებისადმი მხოლოდ აგრესია და სიძულვილი ამოძრავებდეს ადამიანს. გეგმაზომიერად ახდენს ქართული სახელმწიფოებრიობის დისკრედიტაციას, ამას წინა ხელისუფლება არ აკეთებდა, ომის დროს მარცხი განიცადა, მაგრამ წარმატებით ახორციელებდა არაღიარების პოლიტიკას, გარკვეული სახელმწიფო სტრუქტურების გამართვაზეც მუშაობდა. დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს სახელის გატეხვას სახელმწიფოსთვის, სურს დასავლეთს ხელი ააღებინოს საქართველოს მხარდაჭერაზე. საშიშია ეს პროცესი, რომ დასაველთმა ხელი ჩაიქნიოს საქართველოს მხარდაჭერაზე, ამით კი აგრესორის წინაშე პირისპირ აღმოჩნდეს", - მიიჩნევს ჩხეიძე.
თამარ ჩხეიძე ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზეც საუბრობს და ორ ფაქტორზე მიანიშნებს:
,,შეიძლება ეს იგივე სიმპტომია, რაც ჰქონდა შევარდნაძეს, როცა მან თქვა, რომ გადადგა, ატყდა ეს აჟიოტაჟი. მეორე უფრო სახიფათო ის არის, ხომ არ მოიაზრებოდა იავნიშვილი, როგორც გარდამავალი პერიოდის პოლიტიკური ფუგურა და რუსეთის ხომ არ ცდილობს ახლა ბურჯანაძის მოყვანას ხელისუფლებაში. ეს კიდევ უფრო საშიშია, ივანიშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატად უღიმღამო კანდიდატურა დააყენა, მას ამით გამოეცლება ნიადაგი და გაეხსნება ივანიშვილზე გაცილებით ურცხვ პრორუს პოლიტიკოსს, როგორიც ბურჯანაძეა", - მიიჩნევს ყოფილი დისიდენტი.
თამარ ჩხეიძე ივანიშვილის გარემოცვაზეც საუბრობს და ,,რესპუბლიკელების" პოლიტიკურ ნაბიჯებს, განსაკუთრებით კი, აფხაზეთის კონფედერაციასთან დაკავშირებით მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რუსულ შეკვეთას უწოდებს:
,,ბურჯანაძეც და რესპუბლიკელები ერთმანეთზე უფრო სახიფათონი არიან. გარეგნულად რესპუბლიკელები დასავლური კურსის პოლიტიკოსებად არიან ცდნობილი, მაგრამ მთელი მათი მღვაწეობის მანძილზე რუსულ შეკვეთას ასრულებდნენ ტერიტორიული მოწყობის, აფხაზეთის საკითხში და სხვა სფეროებში", - აცხადებს თამარ ჩხეიძე და დასძენს, ,,რაც უფრო ახლოს იქნებიან რესპუბლიკელები ხელისუფლებასთან, მით უფრო წარმატებულად შეასრულებენ რუსეთის დავალებებს".
რაც შეეხება ოპოზიციურ საპრეზიდენტო კანდიდატს და დასავლეთზე ორიენტირებულ პოლიტიკურ პარტიებს, მათი შეფასებისას თამარ ჩხეიძე აცხადებს, რომ დღეს ქვეყანაში არ ჩანან სერიოზული და პრინციპული ძალები, რომლებიც ამავე დროს გარკვეულ ბერკეტებს ფლობენ:
,,ვინც დღეს პოლიტიკაში ჩანს, მათ შორის დიდი დეფიციატია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსებისა. რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, სახელმწიფოებრივად უფრო მეტად დღეს აზროვნებენ გაბაშვილი, ბაქრაძე და სხვები", - მიიჩნევს თამარ ჩხეიძე.
,,ნაიცონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებთ, თამარ ჩხეიძე აცხადებს, რომ უსაფრთხო არც ნაციონალების დაბრუნებაა.
,,დღეს მთავარია არ მოხდეს ცუდსა და უარესს შორის ერთ-ერთის განხორციელება. დანარჩენი იქნება ნაკლები ბოროტება. მთავარია, უარესი არ მოხდეს და არ მოვიდეს ბურჯანაძე და რესპუბლიკელებმაც არ ჩაიგდონ ხელში მთელი ძალაუფლება", - აცხადებს თამარ ჩხეიძე გაზეთ ,,ახალ თაობასთან" ინტერვიუში.
მასალის გამოყენების პირობები






