გამომძიებელი დაკავებულ სტუდენტებს: „მიშამ მოგიყვანათ, მაგრამ მიშა წავა და თქვენც გაყვებით“
საზოგადოება - 21:23, 26 Jun, 2013     3156



მოგახსენებთ, რომ მე და ჩემი ოთხი მეგობარი სტუდენტი, გუშინ საღამოს, პირველის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგვაკავეს. კერძოდ ილიას და აკაკის ძეგლთან, რომელზეც ვაპირებდით ბანერის დადებას, წარწერით: "გვანდეთ ჩვენი უნივერსიტეტი!"

 



ბანერის დამზადების დროს მოხდა ჩვენი დაკავება. აღნიშნული ქმედება დააფიქსირეს შსს–ს თანამშრომლებმა კამერებით. უშუალოდ ადგილზე იმყოფებოდა 15–20 პატრულის თანამშრომელი და შსს–ს სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენელი. შეკითხვაზე თუ რატომ გვაკავებდნენ, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მითხრა: რომე არ იყო დანაშაული და ეს არც ადმინისტრაციულ ჯარიმას ითვალისწინებდა. მიუხედავად ამისა მე და ჩემი მეგობრები გადაგვიყვანეს ორთაჭალის საგამოძიებო განყოფილებაში. ვუმეორებ კითვას თუ რატომ გადავყავართ და რატომ დაგვაკავეს? ვახდენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლის სიტყვების ციტირებას: "თქვენ არ ხართ დაკავებულები, ხომ ხედავ, არც ბორკილები გადევთ ეს არც ადმინისტრაციულ ჯარიმას ითვალისწინებს. ჩვენ თქვენ არ დაგვიკავებიხართ, ჩვენ თქვენ შეგაჩერეთ "დაგატორმუზეთ" ( თან მიღიმოდა) ასე რომ ახლა გადავამოწმებთ ყველაფერს და გადაგიყვანთ იქ, საიდანაც წამოგიყვანეთ! "



ამ დროს რეკავს საპატრულო პოლიციის თანამშრომის მობილური ტელეფონი, შემდეგ მოდის რამოდენიმე პოლიციელი და ჩემი მეგობარი მიჰყავთ. კითხვაზე თუ რა ხდება, სად მიგყავთ? მპასუხობს, რომ ის და კიდევ 2 სტუდენტი გადაყავდათ ისევ პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქ გამიჩნდა კითხვა, თუ რატომ დაგვტოვეს ორნი? და რატომ არ გაგვიშვეს ჩვენც. მიპასუხეს, რომ ეს მხოლოდ ფორმალობა იყო. ამ დროს რეკავს ისევ საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მობილური ტელეფონი ( არ ვიცი ვინ და რა უთხრა) და საუბრის დასრულების შემდეგ მე და ჩემი მეგობარი აგვიყვანეს მეორე სართულზე. ამ დროს იქ მხვდება გამომძიებელი, რომელიც მეუბნება. მოდი შენ ჩემთან VIP–ში და იქ ვისაუბროთო, სადაც ვიმყოფებოდით მე პატრულის თანამშრომელი და გამომძიებელი.



გვერდით ოთახიდან მომესმა ხმაური, რამაც შემაშინა და დავსვი კითვა, რა ხდებათქო? ამაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მიპასუხა, რომ იქ იმყოფებოდა ვატო ნაცვლიშვილი ( ნაციონალური მოძრაობის წევრი) რომელის დაკითვაზე იმყოფებოდა. ამ დროს გამომძიებელი ირონიულად იცინის და იძახის ასეთ ფრაზას: " დღეს ნაციონალების დღე გვაქვს! "



პოლიციელმა მაჩვენა ჩემი მონაცემები, რომლებიც მათი ერთ–ერთი საიტიდან იყო ამობეჭდილი, თან ამავდროულად, გამომძიებელი მისვამს ასეთ კითხვებს:



რა გინდა, განა ამდენს რას გიხდიან?

ვისგან ხართ მართულები?

რა იყო ბენდუქიძის დავალებებს ასრულებთ?

ხვალიდან უფასოდ ისწავლით

ნიშნების გამო ამას რატომ აკეთებთ?

მიშამ მოგიყვანათ აქ მიშა წავა და თვენც თან გაყვებით!!!



ამაზე მე ვპასუხობ, რომ მისი სიტყვები ჩემთვის შეურაცმყოფელია და ამისათვის, ბოდიში მოეხადა. ამ დროს მეუბნება. წინა მთავრობის დროს ბევრი ცუდი საქმის ჩადენა მიხდებოდა იმიტომ, რომ ასეთი დავალება იყო და მეც ვასრულებდი, ხოდა შენც ასეთი დავალება გაქვს, რომელსაც ასრულებ.



ჩემი პასუხი იყო, რომ ადამიანი ცუდ საქციელს მხოლოდ მაშინ ჩაიდენს, როდესაც თვითონ არის ცუდი და რაც არ უნდა დამავალონ, თუ დამაძალონ, იმას არ გავაკეთებდი, რაც ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა! ამი შემდეგ საუბარი მწვავდება. დამემუქრნენ, რომ დამაკავებდნენ 30 დღით და რომ დაკავების ოქმის წერას იწყებდნენ. ამ დროს მოვითხოვე ადვოკატი. მითხრეს, რომ უფლება მქონდა, მაგრამ არ იყო საჭირო - "არ გეზარება ტყუილად უნდ ამოიყვანო ან საიდან მოგყავს ვინ არის?" მე ვითხოვდი ადვოკატთან დარეკვას და რომ სხვაგვარად არაფერს მოვაწერდი ხელს. თან დასძინეს, რომ ჩემი ხელისმოწერა უბრალო ფორმალობა იყო და ეს არაფერს წყვეტდა.


საბოლოოდ, მაინც დავუკავშირდი ადვოკატს, ვთხოვე დავლოდებოდით და მას შემდეგ მომხდარიყო ჩემთვის ჩამორთმეული ნივთების დალუქვა. ( ბანერის და ციფრული აპარატის შტატივის) მიუხედავად ამისა, მომცეს პატარა ფურცელი ზედ ბეჭდით, რომელზეც ხელის მოწერა მთხოვეს.


ამაზე მე უარი განვაცხადე და კიდე ერთხელ ვუთხარი, რომ დავლოდებდით ადვოკატს, რომელიც წუთი– წუთზე მოვიდოდა. არ მომისმინეს და დალუქეს სხვა ოთახში. კარი იყო ღია და ეს შევნიშნე.


ამის შემდეგ ძალიან ავღელდი და დამიწყეს დამშვიდება, რომ გვიანი იყო, რომ ისინიც მალე უნდა წასულიყვნენ სახლებში და რაც მალე მორჩებოდნენ საქმეს, მეც მალე დავისვენებდი.


მედიის გამოჩენამ გამოწვია პოლიციელების მხრიდან აგრესია, ისინი ხშირად იხედებოდნენ ფანჯრიდან და აკონტროლებდნენ სიტუაციას. თან ამ დროს ტელეფონზე ესაუბრებოდნენ ჩემთვის უხო ადამიანებს. მაქვს ეჭვი, რომ ჩემზე საუბრობდნენ, რადგან ძალიან შირად იცვლებოდა დამოკიდებულება, თითოეულ სატელეფონო საუბრის შემდეგ, ჩემთან მიმართებაში. მე კიდევ ერთხელ ავღნიშნე, რომ დავლოდებოდით ადვოკატს, მაგრამ ისინი მიანც ჩვენებაზე ხელის მოწერას მთხოვდნენ, რომელსაც არ ვეთანხმებოდი. ამ დროს მოდის ინფორმაცია (ისევ ტელეფონზე), რომ ადვოკატი მოსულია და შემოსვლას ითხოვდა. მომენტალურად გამომიყვანეს დაკითვის ოთახიდან და სასწრაფოდ ჩამომიყვანეს, ყოველგვარი ახსნა– განმარტების გარეშე თუ რატომ დამაკავეს.


მე ნიკოლოზ ჩომახაშვილი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მიუხედვად აღნიშნული მუქარის, დაკავებისა თუ ზეწოლისა, არ შეცვლილა ჩემი და ჩემი მეგობარი სტუდენტების მოთხოვნა.

 

news

news





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42