„შედგა სატელეფონო საუბარი ჩემსა და კარასინს შორის" - ვინ სთხოვა დახმარება რუსეთს ხანძრის ლიკვიდაციის საქმეში
პოზიცია - 15:51, 26 Aug, 2017     5666
ბორჯომის ხეობაში სტიქიის დროს რუსეთისგან დახმარების მზაობის საკითხზე კომენტარი გააკეთა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენლმა, ზურაბ აბაშიძემ.

მისივე განმარტებით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის სტიქიის მასშტაბები და შექმნილი უაღრესად კრიტიკული ვითარება მოითხოვდა ოპერატიულ და ეფექტურ ქმედებებს, ასევე, შესაბამისი ტექნიკის მოძიებას.

სტიქია ბორჯომის ხეობასი - დახმარების სურვილი რუსეთის ფედერაციისგან, სთხოვა თუ არა საქართველომ რუსეთს დახმარება? აღნიშნულ საკითხებზე კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სსპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ.

აბაშიძე აცხადებ, რომ ბორჯომში შექმნილი კრიტიკული ვითარება ოპერატიულ და ეფექტურ ქმედებებს მოითხოვდა. აუცილებელი იყო შესაბამისი ტექნიკის მოძიება, აქედან გამომდინარე ქართულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება ხანძრის ჩაქრობის სალიკვიდაციო ღონისძიებებში დახმარებისთვის მიემართა სხვა სახელმწიფოებისათვის, რომელთა რიგებში არიან მეზობელი ქვეყნებიც:

„აქედან გამომდინარე, ქართულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, ხანძრის ჩაქრობის სალიკვიდაციო ღონისძიებებში დახმარებისთვის მიემართა სხვა სახელმწიფოებისათვის, რომელთა რიგებში არიან მეზობელი ქვეყნებიც. შედგა სატელეფონო საუბარი ჩემსა და ბატონ კარასინს შორის, რომლის დროსაც რუსეთის მხრიდან გამოიხატა ისეთი ტექნიკით დახმარების მზაობა, რომელიც გართულების შემთხვევაში შესაძლებელს გახდიდა უფრო ეფექტურ რეაგირებას. ამის შემდეგ, შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით რუსეთის მხარეს გაეგზავნა შესაბამისი ნოტა. მიმართვის დროს დაცული იყო ყველა საჭირო ფორმალობა და პროცედურა. თუმცა, მოგვიანებით, ამის აუცილებლობა დღის წესრიგში აღარ დადგა. საგანგებო ვითარების დროს, სამაშველო სამსახურების ურთიერთობა მიღებული პრაქტიკაა. კერძოდ, გასულ წლებში ყოფილა შემთხვევები, როდესაც საქართველოსა და რუსეთის სამაშველო სამსახურებს ჰქონდათ შესაბამისი კომუნიკაცია საქართველო-რუსეთის საზღვრის მიმდებარე რეგიონებში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ. ქართულმა მხარემ დახმარებისთვის, რა თქმა უნდა, გამოყენა საერთაშორისო ორგანიზაციები და მათი საშუალებითაც მოხდა სამაშველო დამხარების მოთხოვნა სტიქიის დროს“, - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია იმის შსესახებ, რომ რუსეთმა საჰაერო ძალით საქართველოს დახმარების სურვილი გამოთქვა, რაზეც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მეზობელი ქვეყნის დახმარება აღარ გახდა საჭირო.

გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა განცხადება აღნიშნული საკითხის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ საქართველოში გაჩენილ ტყის ხანძრებთან რუსეთის შესაძლო კავშირზე გამოთქმული მოსაზრებებს "არაჯანსაღი ფანტაზია" უწოდა.

ამის საპასუხოდ, რეგიონალური განვითარების მინისტრმა ზურაბ ალავიძემ დღეს განაცხადა, რომ საქართველოსმ გაერო-ს მიმართა, რომლის საშუალებითაც მოხდა მეზობელ ქვეყნებთან კონტაქტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42