ჯერ დაუდგენელი ტიპის რაკეტა კანვონდოს პროვინციიდან იაპონიის ზღვის მიმართულებით გაუშვეს.
როგორც სამხრეთ კორეის სამხედროებმა განაცხადეს, სამმა რაკეტამ დაახლოებით 250 კილომეტრის მანძილი დაფარა.
ბოლო დროს ფხენიანმა გაახშირა ბირთვული ცდები და რაკეტების გამოცდა, მიუხედავად გაეროს სანქციებისა და პროტესტისა.
აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობა კი განსაკუთრებითბ მას შემდეგ დაიძაბა, რაც ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გაუშვებს საშუალო რადიუსის ბალისტიკურ რაკეტას, ამერიკული სამხედრო ბაზის მიმართულებით, რომელიც კუნძულ გუამზეა განთავსებული. ამის საპასუხოდ ტრამპმა ფხენიანი გააფრთხილა, რომ თუ ეს მოხდება, „მათ ისეთი რამ დაემართებათ, რაც მსოფლიოს აქამდე არ უნახავს.” ტრამპის თქმით, იმ შემთხვევაში თუკი ფხენიანი აშშ-ისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ რაიმეს მოიმოქმედებს, ის “ ცეცხლსა და მრისხანებას შეხვდება.“ მისივე თქმით, ჩრდილოეთ კორეის შესაძლო არაგონივრული ქმედებიზე, აშშ-ს სამხედრო პასუხი მზად აქვს.
15 აგვისტოს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ქვეყნის სტრატეგიული ძალების შტაბ-ბინაში მივიდა და გუამის კუნძულზე მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმის გეგმას გაეცნო. კიმ ჩენ ინმა სამხედრო მაღალჩინოსნები შეაქო და განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და ამერიკელების ნაბიჯებს დააკვირდება.
მასალის გამოყენების პირობები






