ჯეიმი სერსეის მოკლავს, ბრიენა არიას... - თეორიები Game of Thrones-ის ბოლო სერიის შესახებ
ეს საინტერესოა - 17:27, 25 Aug, 2017     6364
ალბათ, მოუთმენლად ელით Game of Thrones-ის მე-7 სეზონის ფინალურ ეპიზოდს.


ჩვენც.

მე-7 სერიის ნახვა ორშაბათს შეგვეძლება, შემდეგ კი კვლავ ერთწლიანი ლოდინი მოგვიწევს მე-8, ფინალურ სეზონამდე,

თუმცა, მანამ სანამ ბოლო სერიას ვიხილავთ, ფორუმებზე სხვადასხვა თეორიებს წერენ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები მე-7 სერიაში.

სერიალის მაყურებლებს მოგეხსენებათ, რომ ფანების რამდენიმე თეორია, რომელიც თითქოს წარმოუდგენელი ჩანდა, თანდათანობით გამართლდა.

ამიტომაც, აღნიშნული მოსაზრებები შესაძლოა, სპოილერები აღმოჩნდეს, ამიტომ თავად გადაწყვიტეთ, გინდათ თუ არა წაკითხვა.

და კიდევ ერთი, თუ წაიკითხავთ, ლანძღვას ნუ დაგვიწყებთ. ჩვენ არაფერი მოგვიგონებია, სხვადასხვა ფორუმებზე დაწერილი თეორიებია.

მაშ ასე, გთავაზობთ რამდენიმე თეორიას, მათგან ზოგიერთი ძალიან დამაჯერებლად ჩანს, ზოგი კი ზემდეტად ზედაპირულია.

1. არია ნეკას სახეს მიიღებს

პირველი თეორიის თანახმად, ჩრდილოეთში, ერთმანეთს დაპირისპირებული დები არია და სანსა პეტერ ბეილიშს ეშმაკობას მიუხვდებიან და მის მახებაში გაბმას გადაწყვეტენ. საბოლოოდ, დები ნეკას მოკვლას გადაწყვეტენ და ვინ შეასრულებს ამას ყველაზე უკეთ, თუ არა არია. არია ბეილიშს მოკლავს და მის სახესაც მიიღებს.

ამავე თეორიის თანახმად, დენერის და სერსეი ერთმანეთს ბრძოლით შევხდებიან. ბრძოლაში, დენერისი, თავისი დრაკონებითა და ჯარით გაიმარჯვებს, თუმცა არაფერია ნათქვამი მესამე დრაკონზე, რომელიც თეთრ მოსიარულეებს ჰყავთ. ბრძოლაში სავარაუდოდ იღუპებიან რუხი ჭია და ბერიც დონდარიანი, რომელსაც სინათლის მეუფემ ბოლო სიცოცხლე მისცა და მისი გაწირვა, ჯონ სნოუსთან ერთად ბრძოლაში გადაწყვიტა.

2. ჯეიმი სერსეის მოკლავს, შემდეგ კი ბრონს მის მკვლელობას სთხოვს

ჯონი და დენერისი ვერ შეძლებენ სერსეი დაარწმუნონ თეთრი მოსიარულეებისგან მომავალ საფრთხეში, ან შესალოა სერსეი მათ არსებობას ირწმუნებს, თუმცა ეს არ ადარდებს.

თუმცა, ამ ამბავს მეტი სერიოზულობით მოეკიდება ჯეიმი ლანისტერი, თუმცა ის სერსეის დარწმუნებას ვერ შეძლებს. ამიტომაც სერსეისა და მათი ჯერ არდაბადებული შვილი მოკვლას გადაწყვეტს და მოკლავს კიდეც, მანამ კი ბრონს სთხოვს, რომ მას შემდეგ რაც სერსეის მოკლავს ,ბრონმა ჯეიმი მოკლას.

3. დენერისი გაიგებს ჯონის ტარგარიანობის შესახებ, თუმცა დამალავს

დენერისი ბრანისგან წერილს მიიღებს, რომლითაც შეიტყობს , რომ ჯონი ტარგარიანია, თუმცა ამას საიდუმლოდ შეინახავს, რათა ტახტის მემკვიდრედ ისევ თვითონ დარჩეს.

3. დენერისი და ჯონი იქორწინებენ

დენერისი და ჯონი იქორწინებენ. სემი გააანალიზებს ჯონის წარმომავლობის შესახებ გაგებულ ინფორმაცის. ბრანი კი დენერისის დრაკონთან ვისერიონთან კონტაქტს დაამყარებს.

4. სერსეი ღამის დედოფალი გახდება

ეს თეორია ამტკიცებს, რომ სერსეი ორსულად არ არის, მას დაავადება აწუხებს, თუმცა ეს ჯერ არ იცის. სერსეის დაავადება მოკლავს. ქაიბარნი კი მას თეთრ მოსიარულედ გადააქცევს, საბოლოოდ კი ღამის დედოფალი გახდება.

5. ბრიენა არიას მოკლავს

ამ თეორიის ავტორი ამბობს, რომ ბოლო სერიაში სანსა არიას არ მოკლავს, პირიქით, თავად არია კვდება, ეს ყველაფერი კი მას შემდეგ მოხდება, რაც არია პეტერ ბეილიშს მოკლავს, მის სახეს მიიღებს და სანსასთან შეთანხმებით დედაქალაქში გაემგზავრება სერსეის მოსაკლავად. იქ მას ბრიენა დახვდება, რომელსაც აშკარად არ მოსწონს ლითლფინგერი. ბრიენა პეტერ ბეილიშს კლავს, რომელიც სინამდვილეში არიაა. შესაძლოა, ეს ბრიენას ყველაზე დიდი შეცდომა აღმოჩნდეს ან გამიზნული ნაბიჯი, იქნებ სანსამ შეატყობინა, რომ არიას ბეილიშის სახე ჰქონდა? ვინ იცის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42