NASA-ს ამბიციური პროექტი - 2020 წელს სააგენტო მარსზე ჟანგბადის გამომუშავებას აპირებს
ეს საინტერესოა - 16:23, 25 Aug, 2017     5856

NASA აქტიურად ემზადება მარსზე გაფრენისათვის და მისია Mars 2020 Rover-ის ფარგლებში, სხვა პროექტებთან ერთად წითელი პლანეტის ატმოსფეროში ჟანგბადის გამომუშავების მეთოდსაც გატესტავს. პროექტის განხორციელება 2020 წლისთვისაა დაგეგმილი.

ადამიანის მიერ მარსის კოლონიზაცია ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელიც კოსმოსის ათვისების ისტორიაში არსებულა. ეს საკმაოდ თამამი ექსპერიმენტია - გადაისროლო ადამიანი სხვა, მისთვის აბსოლუტურად უცხო და მიუჩვეველ სამყაროში. ამ პროცესს დეტალური განხილვა და მოსამზადებელი სამუშაოები სჭირდება, სანამ მარსის მიმართულებით პილოტირებული გაფრენა განხორციელდება.

პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით ისეთი კოსმოსური ხომალდების შექმნაა, რომელიც მოახერხებს წითელ პლანეტაზე ადამიანებისა და შესაბამისი პროდუქტებისა და ტექნიკური მასალების გადაზიდვას შესძლებს. ამ პროცესში NASA ასევე ითვალისწინებს მთვარეზე კოსმოსური სადგურის შექმნას, რომელიც შუალედური პუნქტი იქნება არა მარტო მარსზე, არამედ მზის სისტემის სხვა კოსმოსურ ობიექტებზე გაფრენისათვის.

SpaceX CRS-12-ის წარმატებული გაშვების შემდეგ, NASA-ს ხელმძღვანელობამ განმარტა, რომ მარსამდე მისაღწევად საჭიროა რამდენიმე ეტაპის გავლა, რისი პროექტიც კოსმოსურ სააგენტოს უკვე აქვს.

«პირველ ეტაპი საერთაშორისო კოსმოსური სადგურებია, ჩვენი სისტემები სიციცხლისათვის საკმაოდ ადაპტირებულია, შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი მთვარის კოსმოსური სადგური იქნება, ხოლო შემდეგ - მარსზე გაფრენა,“ - განმარტავენ NASA-ში.

თუმცა მარსამდე მიღწევა და შემდეგ მასზე დასახლება თანაბარი დონის ამოცანაა.

პლანეტაზე უბრალოდ დაჯდომა, დაფიქსირება, რომ მის მიწაზე დადიხარ და შემდეგ დედამიწაზე დაბრუნება - ეს აღარ არის კოსმოსური სააგენტოს მთავარი მიზანი. NASA-ს ამოცანაა წითელ პლანეტაზე ხანგრძლივი დროით სამეცნიერო და კოსმოსური კვლევების ჩატარება უშუალოდ ადამიანების მიერ. შემდეგი ეტაპი კი მისი კოლონიზაციაა. პლანეტის კლიმატისა თუ გეოფიზიკური მინაცემების შეცვლა, მათი დედამიწის პირობებთან მიახლოება, ათასწლოვანი პროექტია, თუ ეს საერთოდ იქნება შესაძლებელი. ამიტომაც მთავარია ადამიანის სიცოცხლისათვის პირობების შექმნა.

შესაბამისად, კოსმოსური სააგენტო აპირებს დაიწყოს უმთავრესით, ჰაერის უსაფრთხო და ადამიანისათვის ადაპტირებული პირობების შექმნა.

სააგენტოშ აცხადებენ, რომ აპარატი რომელიც 2020 წელს მარსზე გაფრინდება აღჭურვილი იქნება ექსპერიმენტული მოწოლობით, რომელიც შეეცდება მარსის ატმოსფეროდან იმ რაოდენობის ჟანგბადი გამოიმუშავოს, რომელიც ადამიანის სუნთვისთვის იქნება მისაღები.

ასტრონომებმა იციან, რომ მარსის ატმისფერო შეიცავს 95,32% ნახშირორჟანგს, 2,7% აზოტს, 1,6% არგონს და მხოლოდ 0,13% ჟანგბადს. ხოლო დედამიწის - 78% აზოტს და 21% ჟანგბადს.

შეიძლება ეს კონცენტრაცია შევცვალოთ? ყოველ შემთხვევაში ასეთი გეგმა NASA-ს აქვს. ეს დაკავშირებულია მარსზე ერთგვარი მიკრობიების, ბაქტერიების და შესაძლოა წყალმცენარეების სახით გარკვეული სიცოცხლის ფორმების შეტანა, რომელიც გამოიყენებს მარსის პირობებს და გამოიმუშავებს ჟანგბადს, რომელიც შემდეგ არამარტო სუნთქვისთვის, არამედ კოსმოსური ხომალდის საწვავადაც შეიძლება გამოდგეს, დედამიწაზე დასაბრუნებლად.

ეს შეიძლება სამეცნიერო ფანტასტიკად მოგეჩვენოთ, მაგრამ NASA-ს მიერ ჩატარებულმა ლაბორატორიულმ ცდებმა გვანახა, რომ ეს შესაძლებელია. ამიტომაც, მისია Mars 2020 Rover-ს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42