აზერბაიჯანში, საინფორმაციო სააგენტო Turan-ის ხელმძღვანელი მეჰმან ალიევი დააკავეს.
მას გადასახადებისგან თავის არიდებასა და თანამდებობრივი უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ.
ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტმა (CPJ) Turan-ს აზერბაიჯანში ერთადერთი დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტო უწოდა და ხელისუფლებას მოუწიდა, შეწყვიტოს მედიასაშუალების თანამშრომლების დევნა. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch, ასევე მოუწოდებს აზერბაიჯანისხელისუფლებას, არ ჩაერიოს სააგენტოს მუშაობაში.
გავრცელებული ცნობით, ალიევს სახაზინო ადვოკატი შესთავაზეს, რაზეც უარი თქვა და გაცხდა, რომ საკუთარი ადვოკატი დაიცავს. ის ბრალდებებს უარყოფს.
გასულ კვირას , ალიევმა AFP-სთან ინტერვიუშ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ მისი კომპანიის ანგარიშებს ყადაღა დაადო და დახურვა ემუქრეობდა.
მასალის გამოყენების პირობები






