იმის მაგივრად, რომ მსოფლიოში ნაცმოძრაობის დამნაშავე ორგანიზაციად გამოცხადებაზე იყოს საუბარი, დღეს საღამოს ნატოს გენერალური მდივანი პირდაპირ გვიცხადებს, რომ დემოკრატიასთან პრობლემა გაქვთ და აისაფის მისიაში მონაწილეობა ვერ გიშველითო. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დღესვე აცხადებს, რომ ყოფილ მაღალჩინოსანთა პოლიტიკური დაპატიმრებების გამო ვილნიუსის სამიტზე სერიოზული პრობლემები გექნებათო, დღესვე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს,რომ ოპოზიციას საჯაროდ ემუქრებიან დაჭერებითო, იქით ამერიკის კონგრესის რეზოლუცია, სადაც ავაზაკი მერაბიშვილი და სადისტი ახალაია ფაქტობრივად პოლიტპატიმრებადაა გამოყვანილი, ვაშინგტონ პოსტი, ნიუ იორკ თაიმსი, გარდიანი, ფორბსი და სხვა სოლიდური გამოცემები საშინელ სტატიებს ბეჭდავენ საქართველოზე, თითქმის ყველა ევროპული ქვეყნის ლიდერთან მისასვლელი გზები ხელოვნურად ბლოკირებულია, ნუ ბარაკ ობამასთან შეხვედრა თითქმის ფანტაზიის სფეროა უკვე და ა.შ. ეს ასე შემდეგ შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს.
ნაციონალური მოძრაობა, მათი უცხოელი პატრონები და ლობისტები აშკარად ამზადებენ ნიადაგს უახლოეს თვეებში საქართველოს საერთასორისო იზოლაციისათვის და ეს დიდი ალბათობით განხორციელდება თუ ნაცმოძრაობა კვლავ იარსებებს პოლიტიკაში, როგორც ერთადერთი ოპოზიციური საპარლამენტო ძალა. რა ძნელი მიხვედრა უნდა იმას, რომ საერთაშორისო იზოლაციისაგან გადარჩენის ერთადერთი და ძალიან მარტივი გზა არის რიგგარეშე, სამაგალითოდ დემოკრატიული , საპარლამენტო არჩევნები. არჩევნები, რომელიც შექმნის სრულიად ახალ პოლიტიკურ რეალობას , ახალ პოლიტიკურ სურათს, ახალ პოლიტიკურ კლიმატს, ახალ პოლიტიკურ ოპოზიციას და ისტორიის სანაგვეში გადაუძახებს ნაციონალურ მოძრაობას. როგორც კი ნაცმოძრაობა აღარ იქნება ერთადერთი საპარლამენტო ოპოზიცია, რომელსაც მანდატების 40% უკავია, იმ დღესვე შეწყდება ის პროცესები, რომელსაც დღეს ნაცები და მათი პატრონ-ლობისტები მართავენ.
ნუთუ ძნელი შესაგნებია ეს??? არაა ძნელი შესაგნები და თუ ეს არ განხორციელდა, მაშინ ერთადერთი ლოგიკური ვარაუდი არსებობს, რომ ვიღაცას არ აწყობს ნაციონალების განდევნა პოლიტიკიდან და მიზანმიმართულად საქმიანობს, რათა ივანიშვილი საერთაშორისო იზოლაციაში მოაქციოს. ბატონმა ივანიშვილმა ალბათ იცის, მაგრამ ყველას მინდა შევახსენო, რომ არსებობენ პარტიები რომელთა კოალიციის ფორმალური ლიდერი ივანიშვილია, ხოლო ფაქტობრივი ლიდერი დაახლოებთ იგივე პოლიტიკური წრეა უცხოეთში, რომელიც ნაცმოძრაობას პატრონობს აგერ უკვე 9 წელია და რომელიც სააკაშვილთან ძალიან მჭიდრო პოლიტიკურ-ეკონომიური-კორუფცილი ჯაჭვითაა გადაბმული, ამიტომ საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, სასწრაფო წესით ადექვატური პოლიტიკის წარმოება, წინააღმდეგ შემთხვევაში სრული დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ სერიოზული საერთაშორისო კატაკლიზმები გარდაუვალია!!!!!
სანდრო ბრეგაძე
მასალის გამოყენების პირობები






