„უკანასკნელი კვირის განმავლობაში შეინიშნება პრორუს დაქირავებულთა სამხედრო ტაქტიკის მკვეთრი ცვლილება. ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ პროვოკაციულ სროლებს და აკრძალული იარაღით დაბომბვას მათთვის სასურველი შედეგი არ მოაქვს და მტერმა უფრო ცინიკური ქმედებები დაიწყო და თავის საბრძოლო ქმედებებში ხანძრის გაჩენა შეიტანა.“- აცხადებს გრენი. მისი თქმით ასეთ ტაქტიკას ფაშისტები იყენებდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს. როგორც გრენი აცხადებს, საოკუოპაციო ძალები უკრიანის სამთავრობო ძალების პოზიციებთან მდებარე მინდვრებში მანათობელი ჭურვებს ისვრიან, რის შედეგადაც გამხმარ ბალახს ცეცხლი უჩნდება. მას შემდეგ რაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ, მათზე „მუშაობას’ უკვე სნაიპერები იწყებენ. გრენის თქმით მსგავსი ბარბაროსული ქმედებები აქვთ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართაც. მისი განცხადებით მხოლოდ 22 აგვისტოს დილას სოფელ ჟოვანკაში , ოუპანტების მიერ განხორციელებული სროლების შედეგად 19 სახლი დაიწვა.

მასალის გამოყენების პირობები






