გამოცემის ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი ესპანური ინკვიზიციის მიერ მუსლიმების დაღვრილ სისხლსზე საუბრობს და ქრისტიან ესპანელებს შურისძიებით ემუქრება.
ბოლო მონაცემებით, 17 აგვისტოს, ბარსელონაში, მომხდარი ტერაქტის შედეგად, დაიღუპა 15 ადამიანი და დაშავდა 100-ზე მეტი. ინციდენტი რამბლას ბულვარზე მოხდა , რომელიც ტურისტების თავშეყრის ადგილს წარმოადგენს, ფურგონი ხალხში შეიჭრა. კატალონიის ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებით, მსხვერპლის რიცხვი შეიძლება გაიზარდოს, რადგან 15 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
17 აგვისტოსვე, ბარსელონასთან ახლოს, ქალაქ კამბრილასში, სამართალდამცველებმა კიდევ ერთი თავდასხმა აღკვეთეს. პოლიციელებმა 5 ტერორისტის ლიკვიდაცია მოახერხეს. სპეცოპერაციისას მოკლეს ტერაქტის შემსრულებელი, 22 წლის იუნეს აბუიაკუბი.
სამართალდამცველების ინფორმაციით, ტერაქტი 12 ადამიანისგან შემდგარმა დაჯგუფებამ მოაწყო, რომლებიც უფრო მასშტავურ ტერაქტს გეგმავდნენ, მათ მიზანს, საგრადა ფამილიას აფეთქება წარმოადგენდა. მათ შორის ორგანიზატორი იმამი აბდელბაკი ეს-სატი - თავდასხმის წინა დღეს, ალკანარში სახლის აფეთქები დროს დაიღუპა, როდესაც ტერორისტები ბომბებს ამზადებდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






