მოსკოვის დიდი თეატრის ბალერინას მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
მსოფლიო - 12:03, 24 Aug, 2017     19113
მოსკოვის დიდი თეატრის ბალერინას ოლგა დემინას მკვლელობაში ეჭვმიტანილი , საქართველოს მოქალაქე მალხაზ ჯავოევია.


რუსული მედიის ცნობით, ჯავოევი დაცვის თანამშრომელი იყო და ის მდიდარ და გავლენიან პირებს ბალერინებს აცნობდა ესკორტ მომსახურებისთვის. გარდა ამისა, ჯავოევი ეჭვმიტანილია, ინტერნეტში დემინას პორნოგრაფიული ხასიათის ფოტოების გავრცელებაში.

გამოძიების ვერსიით, ჯავოევმა მოსკოვში საიდუმლო ბიზნესი წამოიწყო - მდიდარი ხალხის წვეულებებზე ბალერინებს აგზავნიდა. 2012 წელს, ერთერთ ასეთ წვეულებაზე, მან 23 წლის ოლგა დემინა გაიცნო, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში მოსკოვის დიდი თეატრის ბალერინა იყო.

როგორც მედიასთან ოლგას ახლობლები ყვებიან, ისინი დამეგობრდნენ, ერთმანეთს ხშირად ხვდებოდნენ და ერთმანეთისთვის ახლო ადამიანები გახდნენ.

ამ პერიოდში ჯავოევი დაქორწინდა, თუმც ბალერინასთან კონტაქტი არ გაუწყვეტია. ახლობლების თქმით, დემინა მის ორსულ მეუღლეს გინეკოლოგთან კონსულტაციებზეც კი დაჰყვებოდა.

2013 წელს ინტერნეტში შიშველი ოლგას ფოტოები გავრცელდა პორნოგრაფიულ საიტებზე, სადაც მისი ტელეფონის ნომერიც იყო მითითებული. გავრცელებული ცნობით, ბალერინამ თავის მოკვლა 2-ჯერ სცადა, თუმცა მალხაზმა სასწრაფო დახმარების გამოძახება დროულად შეძლო.

როგორც გამოძიება აცხადებს, მალხაზმა დაარწმუნა ოლგა დაქორწინებულიყო მის თაყვანისმცემელზე, ვინმე ალექსანდრზე, რომელიც უძრავ ქონებას ფლობდა, მისი ხელში ჩაგდების შემდეგ კი, მას გაშორდებოდა. ოლგამ მის თაყვანისმცელს უთხრა, რომ მშობლების მკურნალობისთვის დიდი თანხა სჭირდებოდა, ბანკი კი კრედიტს უძრავი ქონების გარეშე არ მისცემდა. მამაკაცმა ბინა ოლგას გადაუფორმა, ოლგა კი დაჰპირდა, რომ კრედიტის ააღების შემდეგ, ბინას დაუბრუნებდა.

2014 წლის დასაწყისში ბალერინა 4.65 მილიონ რუბლად შეფასებული ბინის მფლობელი გახდა. ამის შემდეგ მან ალექსანდრზე გათხოვებაზე უარი განაცხადა. ამავდროულად, მან საქმრო საუნაში დაიბარა, შემდეგ კი ინტიმური ფოტოების გავრცელებით აშანტაჟებდა, რომ ბინის უკან დაბრუნებაზე უარი ეთქვა. ცოტა ხნის შემდეგ მამაკაცმა პოლიციას მიმართა.

2014 წლის 14 მარტს მალხაზ ჯავოევის თხოვნით ოლგა დემინამ მას თავისი ბინა 2 მილიონ 975 ათას რუბლად მიჰყიდა. უკვე აპრილში ჯავოევმა ეს ბინა სხვას მიჰყიდა, რომლის თანხა დემინასთვის უნდა გაეყო. 2014 წლის აგვისტოში კი ოლგა დემინა გაუჩინარდა. გაუჩინარებამდე მან გაყიდა მანქანა, წაშალა სოციალურ ქსელში ფოტოები და ყველა ჩანაწერი.

გამოძიების ინფორმაციით, მალხაზ ჯავოევი უკანასკნელი იყო, ვინც ოლგა დემინა ნახა. სამართალდამცველების ინფორმაციით, ჯავოევმა ოლგა დემინა 2014 წლის 20 აგვისტოს ბინაში მოკლა და გვამი გადამალა. შემდეგ კი ოლგას დედას მსწერა - “დედა, ოლგა ვარ. დიდი ტანხა მოვიპარე, ამიტომ მოსკოვში ვერ გავჩერდები. ახლა 10 დღე ევროპაში ვიქნები. თუ დაგირეკეს არ უპასუხო, არ მეძებო და არავის მიმართო.“

ამავდროულად, მალხას ჯავოევი გერმანიაში გაემგზავრა, სადაც ქურთი ლტოლვილის სტატუსი მიიღო.

მოგვიანებით , მასზე საერთაშირისო ძებნა გამოცხადდა. მისი დაკავება მაშინ შეძლეს, როდესაც გარკვეული დროის შემდეგ, ნათესავებთან დაიწყო დარეკვა.

2017 წლის მარტში მისი რუსეთში ექსტრადაცია განხორციელდა.

ამჟამად 37 წლის მალხაზ ჯავოევი Матросская тишина-ს იზოლატორში იმყოფება და უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე. მას განზრახ მკვლელობისთვის წაუყენეს ბრალი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42