პატიმრობაში დარჩნენ ესპანეთის მოქალაქე, 21 წლის მუჰამედ შემლალი, რომელსაც ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადებაში ედება ბრალი და მაროკოელ, 27 წლის დრის უკაბირზე, რომლის საბუთებით იყო ნაქირავები ფურგონი, რომელმაც ხალხს გადაურა.
რაც შეეხება პირს, რომელიც სასამართლომ გაათავისუფლა, ასევე მარკოელი მუჰამედ აალია . სწორედ მისი „აუდის“ მარსკი მანქანა იყო გამოყენებულია კამბრილსში. მოსამართლის თქმით, მისი ტერაქტთან კავშირში დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულება სასამართლოს არ გააჩნია.
ეჭვმიტანილები მადრიდის უზენაესი სასამართლოს წინაშე გუშინ წარდგნენ.
როგორც ესპანური გამოცემა El Mundo იტყობინება, ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა, 21 წლის მუჰამედ შემლალმა სასამართლოში აღიარა, რომ ტერორისტული დაჯგუფება ბარსელონაში საგრადა ფამილიას ტაძარში აფეთქების განხორციელებას გეგმავდა.
ბოლო მონაცემებით, ბარსელონაში, მომხდარი ტერაქტის შედეგად, დაიღუპა 15 ადამიანი და დაშავდა 100-ზე მეტი. ინციდენტი რამბლას ბულვარზე მოხდა , რომელიც ტურისტების თავშეყრის ადგილს წარმოადგენს ფურგონი ხალხში შეიჭრა, კატალონიის ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებით, მსხვერპლის რიცხვი შეიძლება გაიზარდოს, რადგან 15 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
17 აგვისტოსვე, ბარსელონასთან ახლოს, ქალაქ კამბრილასში, სამართალდამცველებმა კიდევ ერთი თავდასხმა აღკვეთეს. პოლიციელებმა 5 ტერორისტის ლიკვიდაცია მოახერხეს. სპეცოპერაციისას მოკლეს ტერაქტის შემსრულებელი, 22 წლის იუნეს აბუიაკუბი.
სამართალდამცველების ინფორმაციით, ტერაქტი 12 ადამიანისგან შემდგარმა დაჯგუფებამ მოაქყო. მათ შორის ორგანიზატორი იმამი აბდელბაკი ეს-სატი - თავდასხმის წინა დღეს, ალკანარში სახლის აფეთქები დროს დაიღუპა, როდესაც ტერორისტები ბომბებს ამზადებდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






