აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ავღანეთთან დაკავშირებით ახალი სტრატეგიის შესახებ ისაუბრა. ვირჯინიაში მდებარე, ფორტ-მაიერის სამხედრო ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაციის მიდგომა არის ის. რომ ავღანეთი აღარ იყოს უსაფრთხო თავშესაფარი ისლამისტებისთვის, რომლებიც აშშ-ზე თავდასხმას აპირებენ.
ტრამპმა პენტაგონს უფლება მისცა ავღანეთში სამხედრო კონტინგენტი გაზარდოს. ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, თეთრი სახლი აღარ დაასახელებს კონტინგენტის რაოდენობას ან ნებისმიერი სამხედრო ოპერაციის დაწყებისა და დასრულების თარიღებს. დონალდ ტრამპმს არ დაუკონკრეტებია, რამდენ ხანს დარჩებიან აშშ-ის შეიარაღებული ძალები ავღანეთში.
მისი თქმით, , ამერიკელი სამხედროები ავღანეთში გამარჯვებამდე დარჩებიან.
„ჩვენი შეიარაღებული ძალები გამარჯვებამდე იბრძოლებენ. დღეიდან, გამარჯვებას ექნება მკაფიო განსაზღვრება - „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხება, „ალ-ქაიდას“ განადგურება და ამერიკის წინააღმდეგ მასობრივი ტერორისტული თავდასხმების შეწყვეტა“ - განაცხადა ტრამპმა.
თეთრი სახლის ადმინისტრაციამ პაკისტან გააფრთხილა, რომ თუკი ქვეყნის ტერიტორიაზე ისლამისტების შეშვებას არ შეზღუდავს., უსაფრთხოების სფეროში დახმარებას შეუმცირებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დასძინა, რომ თეთრი სახლის სურვილია, ინდოეთი დაეხმაროს ავღანეთს, განსაკუთრებით ეკონომიკის სფეროში.
მასალის გამოყენების პირობები






