თენგიზ კაპანაძე: „მაკდონალდსი“ ხარისხის კომპრომისზე არასოდეს წავა!“
ბიზნესი & ეკონომიკა - 20:16, 21 Aug, 2017     2054
საკვების ობიექტებთან მიმართებით საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, სურსათის უვნებლობისა და ხარისხის კონტროლის საკითხს მედიაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ამავე დროს, მანამდე გამეფებული მოსაზრება, თითქოს ადგილობრივი ხარისხიანს ნიშნავს, მყარი ეჭვის ქვეშ დადგა.

ადგილობრივი კვების ობიექტებისა და უცხოური საზკვების ქსელების წარმომადგენლები ხარისხის კონტროლის სხვა და სხვა მეთოდებზე საუბრობენ. ჩვენ მსოფლიოს უდიდესი ქსელის წარმომადგენლის – „მაკდონალდსი საქართველოს“ ხარისხის კონტროლის ფორმებით და მეთოდებით დავინტერესდით და ამ კითხვით კომპანიის დირექტორს თენგიზ კაპანაძეს ვესაუბრეთ: ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ევროპაში საიდუმლო მომხმარებლის კვლევების შედეგებით „მაკდონალდსი საქართველო“ ლიდერის პოზიციას იკავებს.

ბ-ნ თენგიზ, რა ფაქტორები განაპირობებს „მაკდონალდსის“ ხარისხის უსაფრთხოებას და რითი განსხვავდება თქვენი ხარისხის კონტროლის პროცედურები ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი სხვა საკვები ობიექტების ოპერირებისგან?

თენგიზ კაპანაძე, „მაკდონალდსი საქართველოს“ დირექტორი: „მაკდონალდს საქართველოს“ წარმატებას ჩვენი რესტორნების როგორც ხარისხის, ასევე — მომსახურების მუდმივი კონტროლი განაპირობებს. მომსახურება ბრენდის საერთაშორისო წარმომადგენლებთან ერთად ცალკე კომპანიის მიერაც კონტროლდება: დანერგილია საიდუმლო სტუმრის პრაქტიკა — სრულიად უცხო ადამიანები ჩვეულებრივი ვიზიტორების ამპლუაში გვსტუმრობენ და ჩვენი მართვის სისტემის შეფასებებს საერთაშორისო მოხსენებებში აფიქსირებენ, რომლებიც პერიოდულად გვეგზავნება.

რაც შეეხება ჩვენთან წარმოდგენილი საკვები პროდუქტების ხარისხის კონტროლს, „მაკდონალდს საქართველოს“ ლოგისტიკურ ჰაბში მოხვედრილი ნებისმიერი პროდუქტი traceability-ს სისტემის პროგრამით მოწმდება, რომლის პრინციპი ასეთია: ნებისმიერი პროდუქციის ყუთზე შტრიხ-კოდია დატანილი, მისი დახმარებით კი ყუთში მოთავსებული საკვების წარმომავლობის პოვნა შეგვიძლია. ამ პროგრამის მეშვეობით გზის მთლიანი „ნაკვალევის“ (trace) შესწავლა ხდება, რომელიც პროდუქტმა ჰაბში მოხვედრამდე გაიარა: მითითებულია ფერმა, რომელმაც ქარხანა ხორცით მოამარაგა; კონკრეტული ცხოველის ნომერი, რომლისგანაც საკვებია დამზადებული; ასევე — საკვები რაციონი, რომლითაც ცხოველი ფერმაში იკვებებოდა; აცრები, რომლებიც ცხოველს ჩაუტარდა და ა.შ. „მაკდონალდსი საქართველო“ ამ ეტაპზე ხორცპროდუქტებით გერმანიის ფერმებიდან მარაგდება და წარმოებაში მხოლოდ საქონლის საუკეთესო ნაწილის — წინა მეოთხედის რბილ ნაჭრებს იყენებს.

საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია თავის მხრივ „მაკდონალდსის“ ლოგისტიკური ჰაბი, რომელიც სოლიდური ინვესტიციის (2.3 მილიონი ევრო) და საერთაშორისო წარმომადგენლობასთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად განხორციელდა. ევროპის „მაკდონალდსსა“ და მის ოფიციალურ პარტნიორ გერმანულ ლოგისტიკურ კომპანია „ჰავისთან“ ერთად ლოგისტიკური ცენტრი გავაკეთეთ — „მაკდონალდსის“ საერთაშორისო წარმომადგენლობამ არსებობის ისტორიაში პირველად დაუშვა პრეცედენტი, მომარაგების სისტემაც მმართველი კომპანიისთვის მიენდო. ჰაბი მთელ ამიერკავკასიის რეგიონზეა გათვლილი და მასშტაბით მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავს.

შეგიძლიათ დაასახელოთ „მაკდონალდს საქართველოს“ მომწოდებლები, რომლებიც საკვები ნედლეულით ამარაგებენ?

სამწუხაროდ დღეისათვის ადგილობრივი ბაზარი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ნედლეულს ვერ გვთავაზობს, ამიტომაც ჩვენს ქსელში არსებული ყველა სახის საკვები პროდუქტი მხოლოდ ევროპის საუკეთესო საწარმოებიდან მოგვეწოდება, რომლებიც ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს — „მაკდონალდსი“ ხარისხის კომპრომისზე არასოდეს წავა!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42