ლოს-ანჯელესელი ენდრიუ მესიესი 4 წლის იყო, როდესაც ინტერნეტვარსკვლავი გახდა.
მაშინ , როცა ენდრიუს სკოლამდელების კლასში პირველი დღე ჰქონდა, გზად ჟურნალისტი დახვდა და ჰკითხა, უხაროდა თუ არა სკოლაში წასვლა, რაზეც ბიჭმა უპასუხა - დიახ. ჟურნალისტმა კიდევ ერთი კითხვა დაუსვა, მოენატრეობდა თუ არა დედა, რაზეც ენდრიუმ ნაძალადები ღიმილით უპასუხა - არა, თუმცა როგორც ჩანს დედა ძალიან მოენატრებოდა, თავი ვერ შეიკავა და ატირდა.
მას შემდეგ რაც ვიდეო იუთუბზე გავრცელდა, ენდრიუ ინტერნეტ მიმებისა და ქარდების ინსპირაციად იქცა.
2 წლის შემდეგ, ენდრიუსთან იგივე ჟურნალისტი მივიდა .
ჟურნალისტთან ენდრიუმ განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც მისი ვიდეო გავრცელდა, ძალიან პოპულარული გახდა, ქუჩაში აჩერდებდნენ და ესალმებიან. ინტერვიუს დასასრულს ჟურნალისტმა კვლავ ჰკითხა, მოენატრებოდა თუ არა დედა, რაზეც ენდრიუმ გულწრფელად უპასუხა, რომ კი.
მასალის გამოყენების პირობები






