მიუხედავად იმისა რომ Би-2 რუსეთში ძალიან პოპულარულია და წლის განმავლობაში, რუსეთის სხვადასხვა რეგიონში უამრავ კონცერტს ატარებს, ისინი პრინციპულად უარს აცხადებენ ანექსირებულ ყირიმში კონცერტის ჩატარებაზე:
„ჩვენ თავად გადავწყვიტეთ, რომ ვიდრე ომი მიმდინარეობს, არც უკრაინაში და არც ყირიმში კონცერტს არ ჩავატარებთ“- განაცხადა ლიოვამ 2017 წელს რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ჯერ კიდევ 2015 წლის ზაფხულში იულია ჩიჩერინამ, რომელიც ჯგუფთან ერთად საყოველთაოდ ცნობილ ჰიტს „Мой рок-н-ролл“-ს ასრულებდა, სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა იმის შესახებ, რომ ჯგუფის წევრმა ლიოვა Би-2-მ მას ამ სიმღერის შესრულება აუკრძალა იმის გამო, რომ ჩიჩერინამ კონცერტი ოკუპირებულ დონბასში გამართა. აღნიშნული ფაქტს ადასტურებს თავად ლიოვა Би-2-ც.
2014 წელს უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში ჯგუფმა „სისხლიანი“ კლიპი გადაიღო სიმღერაზე Забрали в армию სიმღერა იმ ომზეა, რომელშიც ერთმანეთის მოკვლა გუშინდელ მეგობრებს უწევთ. კლიპის გამოსვლის შემდეგ ეჭვი არავის შეპარვია, რომ აღნიშნული სიმღერა სწორედ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომს ეხებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






