„ბიზნესდაჯილდოება 2017-ში“ 661 კომპანია დარეგისტრირდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:45, 21 Aug, 2017     1048

თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ერთობლივ პროექტში „ბიზნესდაჯილდოება 2017“ მონაწილე კომპანიების რეგისტრაცია დასრულდა. დაჯილდოებაში მონაწილეობის სურვილი 661 კომპანიამ გამოთქვა, საიდანაც სექტემბერში ჟიური საუკეთესოებს გამოავლენს სხვადასხვა ნომინაციაში.

რეგისტრაცია 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ყველაზე მეტი კომპანია „წლის სტარტაპერისა“ (231 კომპანია) და „წლის მცირე ბიზნესის“ (229 კომპანია) კატეგორიაში დარეგისტრირდა.

დაჯილდოებაში მონაწილე კომპანიების რაოდენობა ნომინაციების მიხედვით ასე გადანაწილდა :

· წლის ბიზნესი - 153 კომპანია

· წლის მცირე ბიზნესი - 229 კომპანია

· წლის ტურისტული ბიზნესი - 95 კომპანია

· წლის აგრო ბიზნესი - 42 კომპანია

· წლის ქართული პროდუქტი - 133 კომპანია

· წლის სტარტაპერი - 231 კომპანია

· წლის ინოვაციური ბიზნესი - 140 კომპანია

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი „ბიზნესდაჯილდოების“ მიმართ განსაკუთრებულად დიდია ინტერესი იმ კომპანიების მხრიდან, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ოპერირებენ.

“ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ რაც შეიძლება მეტი ბიზნესის შექმნასა და უკვე არსებული ბიზნესების განვითარებას - სწორედ ეს გახდა ”ბიზნესდაჯილდოების“ პროექტის შექმნის საფუძველი. მოხარული ვართ, რომ პროექტი ყოველწლიურად უფრო მასშტაბური ხდება. წელს მონაწილე კომპანიების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა გასული წლის მონაცემებთან შედარებით. ფაქტია, რომ დაჯილდოების მიმართ ინტერესი იზრდება და განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ გააქტიურდნენ კომპანიები რეგიონებიდან. ვფიქრობთ, რომ ამ პროექტით მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს როგორც მცირე და საშუალო ბიზნესების, ისე სტარტაპების წარმატებაში“, -განაცხადა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ქურდიანმა.

„ბიზნესდაჯილდოება 2017-ის“ პრეზენტაცია ივნისში გაიმართა. წელსაც პროექტის მთავარი სლოგანია #გააზიარეწარმატება, რაც მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი წარმატების ისტორიები სოციალური ქსელებისა და მედიის საშუალებით მთელ საქართველოს გაუზიარონ.

წელს განსაკუთრებული აქცენტი ბიზნესების კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე გაკეთდება, რადგან თანამედროვე სამყაროში წარმატებული ბიზნესი, ფინანსურ შედეგებთან ერთად, საზოგადოებისთვის სასარგებლო და საინტერესო საქმის კეთებას ნიშნავს. შესაბამისად, პროექტები, რომლებსაც მონაწილე კომპანიები CSR-ის ფარგლებში ახორციელებენ, საინტერესო ფორმით წარმოჩინდება და მიეწოდება საზოგადოებას.

„ბიზნესდაჯილდოება 2017-ის“ დასკვნითი ღონისძიება ნოემბერში გაიმართება, სადაც ჟიური გამარჯვებულ კომპანიებს გამოავლენს 6 ნომინაციაში. მე-7 ნომინაციის - „წლის სტარტაპერის“ გამარჯვებული კი საყოველთაო ხმის მიცემის პრინციპით, სოციალური ქსელისა და სპეციალური ვებგვერდის საშუალებით გამოვლინდება.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე - www.businessaward.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42