ვლადიმირ პუტინმა აშშ-ში ახალი ელჩი დანიშნა
მსოფლიო - 16:47, 21 Aug, 2017     1888

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ში რუსეთის ახალ ელჩად, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანატოლი ანტონოვი დანიშნა.

ანტონოვმა სერგეი კისლიაკი შეცვალა, რომელმაც საკუთარი მისია 22 ივლისს დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით სკანდალში, კისლიაკი ფიგურირებდა. მასთან სატელეფონო საუბრის გამო, თანამდებობა დატოვა უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველმა მაიკლ ფლინმა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის აშშ-ის არასამიგრაციო ვიზების გაცემა შეჩერებულია.


აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიზების გაცემის პროცედურა მთელი რუსეთის მასშტაბით 23 აგვისტოს შეწყდება და პირველ სექტემბერს აღდგება. პირველი სექტემბრიდან აშშ-ის არასაიმიგრაციო ვიზის აღება მოსკოვში მდებარე აშშ-ის საელჩოში იქნება შესაძლებელი. თუმცა, რუსეთში მდებარე საკონსულოებში აშშ-ის ვიზების გაცემა გაუსაზღვრელი ვადით შეწყდება.

როგორც საელჩოს განცხადებაშია საუბარი, აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდება , რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რუსეთში აშშ-ის დიპლომატიური მისიის თანამშრომელთა რაოდენობის შემცირების შესახებ.

ივლისის ბოლოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განცხადა, რომ შეერთებული შტატების დიპლომატიური მისიის პერსონალი 755 ადამიანით შემცირდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციამ აშშ-ის წინააღმდეგ კონტრსანქციების საფუძველზე მიიღო. სიაში როგორც დიპლომატები, ასევე ტექნიკური პერსონალი მოხვდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42