ესპანეთის პოლიციის განცხადებით, მე-15 გარდაცვლილი ის მამაკაცია, რომლის მანქანაც გაიტაცა ტერაქტის შემსრულებელმა , რათა შემთხვევის ადგილიდან გაქცეულიყო.
შეგახსენებთ, ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის შემსრულებელს, 22 წლის იუნეს აბუიაკუბის ევროპის მასშტაბით ეძებენ.
ესპანეთის პოლიციამ დაადასტურა, რომ ფურგონის მძღოლი, რომელიც 17 აგვისტოს რამბლას მოედანზე ხალხში შევარდა, სწორედ იუნეს აბუიაკუბია.
ბოლო მონაცემებით, ბარსელონაში, მომხდარი ტერაქტის შედეგად, დაიღუპა 14 ადამიანი და დაშავდა 100-ზე მეტი. ინციდენტი რამბლას ბულვარზე , რომელიც ტურისტების თავშეყრის ადგილს წარმოადგენს ფურგონი ხალხში შეიჭრა, კატალონიის ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებით, მსხვერპლის რიცხვი შეიძლება გაიზარდოს, რადგან 15 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
ასევე, ბარსელონასთან ახლოს, ქალაქ კამბრილასში, გუშინ სამართალდამცველებმა კიდევ ერთი თავდასხმა აღკვეთეს. პოლიციელებმა 5 ტერორისტის ლიკვიდაცია მოახერხეს. სამართალდამცავებმა მოკლეს ესპანეთის მოქალაქე 17 წლის მუსა უკაბირი, რომლმაც ძმას დოკუმენტები მოპარა და ის ფურგონი იქირა, რომელმაც ხალხი იმსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები






