აშშ-ს ფიქალის ნავთობის მწარმოებელი კომპანიები ნავთობის ბაზარზე ფასების თამაშში გამარჯვებულები გამოვლენ, - აცხადებს Citigroup -ის ნედლეულის ბაზრების კვლევის განყოფილების ხელმძღვანელი ედ მორსი Bloomberg-თან ინტერვიუში.
ექსპერტის აზრით, ნავთბის მოპოვების შემცირება უარყოფითად აისახა "ოპეკის" ქვეყნებისა და განსაკუთრებით რუსეთის შემოსავლებზე, ხოლო ამერიკული ფიქალის ნავთობის მწარმოებლების შემოსავლები იზრდება.
მორსის გამოთვლებით, ამერიკული კომპანიები შესძლებენ შეინარჩუნონ დღევანდელი მოცულობები იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნავთობზე ფასი 40 დოლარზე ქვემოთ ჩამოვა, რაც შეეხება რუსეთს და ნავთობმომპოვებელ სხვა ქვეყნებს, მათი ბიუჯეტი შესამჩნევ წნეხს განიცდის ფასის 50 დოლარის ქვემოთ ჩამოსვლის შემთხვევაშიც კი.
"ოპეკის" წევრი ქვეყნები და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ 2018 წლის მარტამდე ნავთობის მოპოვების დღიური ნორმა არ უნდა აღემატებოდეს 1,8 მილიონ ბარელს, სადაც რუსეთის წილი - 300 000 ბარელია.
ამის საპასუხოდ, ამერიკელმა მწარმოებლებმა მოახდინეს ამ პროცესზე სწრაფი ადაპტირება და მოპოვებისა და წარმოების ტექნოლოგიური სრულყოფა მოახდინეს, რამაც განაპირობა მათი მზადყოფნა, მიუხედავა ფასების ვარდნისა შეინარჩუნონ და გაზარდონ კიდევაც მოპოვების დონე 2017 წლის განმავლობაში - მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ფიქალის ნვთობის მწარმოებლებმა მოპოვების რაოდენობის დღიური ნორმა 160 000 ბარელით გაზარდეს.
მასალის გამოყენების პირობები






