რუსეთის ფონდის "პეტერბურგის პოლიტიკა"-ს ექსპერტებმა შეადგინეს ვლადიმირ პუტინის შესაძლო შემცვლელთა რეიტინგი. შედეგების მიხედვით, პუტინის მემკვიდრეთა სიას სათავეში დიმიტრი მედვედევი და მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი უდგანან.
სარეიტიგო ქულების მინიჭებისას გათვალისწინებული იყო შემდეგი ფაქტორები: პოლიტიკოსის საჯაროობა, საზოგადოებრივი მოლოდინი, აქტიურობა, არაკონფლიქტურობა, გავლენიან კლანებსა ფა რესურსების ნაკადზე კონტროლი, და მის წინააღმდეგ მიმართული ანტიკამპანია. ასევე გაანალიზებული იყო პოლიტიკოსის წარმატებები და მარცხი, ზაფხულის განმავლობაში პუტინთან შეხვედრების სიხშირე და ა.შ.
რეიტინგს სათავეში დიმიტრი მედვედევი (21 ქულა), სერგეი სობიანიანი (19 ქულა) და ტულის ოლქის გუბერნატორი ალექსეი დიუმინი (18 ქულა) უდგანან.
ტოპ-10-ში შედიან თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, ფედერაციის საბჭოს სპიკერი ვალენტინა მატვიენკო, ყოფილი ფინანასთა მინისტრი ალექსეი კუდრინი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანტონ ვაინო, მისი მოადგილე სერგეი კირიენკო, დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი, "როსნეფტის" ხელმძღვანელი იგორ სეჩინი.
ოცეულში მოხვდნენ რამზან კადიროვი (13-ე ადგილი) და ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი (18-ე ადგილი).
ექსპერტები აცხადებენ, რომ ამ რეიტინგის ტოპოცეულში შემავალი პირები იქნებიან 2018-2024 წლებში რუსეთის მმართველი ელიტის მთავარი ფიგურები, ამასთან "მემკვიდრე", როგორც ისინი აცხადებენ, არ ნიშნავს აუცილებლად ადამიანს, რომელიც მომავალში პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს.
როგორც ცნობილია, ჯერჯერობით ვლადიმირ პუტინს ოფიციალურად არ განუცხადებია, მიიღებს თუ არა იგი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩვნებში მონაწილეობას.
მასალის გამოყენების პირობები






