აშშ-მა რუსეთის მოქალაქეებისთვის არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა შეაჩერა
მსოფლიო - 13:29, 21 Aug, 2017     2413
რუსეთის მოქალაქეებისთვის აშშ-ის არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა შეჩერებულია.


აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიზების გაცემის პროცედურა მთელი რუსეთის მასშტაბით 23 აგვისტოს შეწყდება და პირველ სექტემბერს აღდგება. პირველი სექტემბრიდან აშშ-ის არასაიმიგრაციო ვიზის აღება მოსკოვში მდებარე აშშ-ის საელჩოში იქნება შესაძლებელი. თუმცა, რუსეთში მდებარე საკონსულოებში აშშ-ის ვიზების გაცემა გაუსაზღვრელი ვადით შეწყდება.

როგორც საელჩოს განცხადებაშია საუბარი, აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდება , რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რუსეთში აშშ-ის დიპლომატიური მისიის თანამშრომელთა რაოდენობის შემცირების შესახებ.

„ვიზების გაცემა განახლდება, თუმცა საგრძნობლად შემცირდება მათი რაოდენობა“ - ნათქვამია განცხადებაში.

იმ ადამიანებს, რომლებმაც უკვე შეავსეს აპლიკაციები აშშ-ის ვიზის მოთხოვნასთან დაკავშირებით და გასაუბრებას ელოდებიან, ინფორმაციას მიაწვდიან, რა სახით ჩატარდევა ინტერვიუ.

ივლისის ბოლოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განცხადა, რომ შეერთებული შტატების დიპლომატიური მისიის პერსონალი 755 ადამიანით შემცირდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციამ აშშ-ის წინააღმდეგ კონტრსანქციების საფუძველზე მიიღო. სიაში როგორც დიპლომატები, ასევე ტექნიკური პერსონალი მოხვდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42